დედოფლისწყაროს წმინდა
მეფე ვახტანგ გორგასლის
სახელობის სკოლა ინტერნატის
დირექტორს მეუფე დიმიტრის(
რამაზ კაპანაძეს)
ამავე სკოლის მუსიკის პედაგოგის
ევგენია ხუციშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2019=2020 სასწავლო წლის დასაწყისიდან
დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის
სკოლა ინტერნატში ესთეტიკის კათედრაზე იხსნება მუსიკის წრე სახელწოდებით : ,,პატარა მსახიობები“ მე=6 კლასის მოსწავლეებისთვის. მეცადინეობები
ჩატარდება კვირაში ერთხელ, პარასკევს, დრო
15 სთ, ერთი სემესტრის განმავლობაში.
·
წრის
მიზანია მოსწავლეებს გაუჩნდეთ უფრო მეტი ინტერესი მუსიკის საგნის მიმართ.
·
ასევე
ამ მიმართულების მიზანია მოსწავლის შემოქმედებითი
უნარების განვითარება
·
ხელოვნების
სხვა დარგების გამომსახველობითი საშუალებების დაუფლება:ცეკვა, თეატრალური ეტიუდების
და სცენების გათამაშება, ხატვა.
განმცახდებელი ე.ხუციშვილი
თარიღი30.09.2019
საწრეო მუშაობა
,,პატარა მსახიობები
საგანი მუსიკა
სამიზნე ჯგუფი დაწყებითი
საფეხურის მეექვსე კლასი
წრის ხელმძღვანელი :ევგენია
ხუციშვილი
წრის მიზანი:
·
წრის
მიზანია მოსწავლეებს გაუჩნდეთ უფრო მეტი ინტერესი მუსიკის საგნის მიმართ.
·
ასევე
ამ მიმართულების მიზანია მოსწავლის შემოქმედებითი
უნარების განვითარება
·
ხელოვნების
სხვა დარგების გამომსახველობითი საშუალებების დაუფლება:ცეკვა, თეატრალური ეტიუდების
და სცენების გათამაშება, ხატვა.
·
აუდიტორიასთან
ურთიერთობის უნარ - ჩვევების განვითარება.
·
გუნდური
მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, რადგან მოსწავლეს უვითარდება პასუხისმგებლობის
გრძნობა თანაგუნდელების მიმართ, ყალიბდება კოლექტივის წევრად და არ არღვევს გუნდის
მთლიანობას.
·
თეატრალური
წარმოდგენის ტექნიკის გაცნობა.
აქტუალობა
წრის სახელწოდებად შევარჩიე - ,,პატარა მსახიობები“,
რადგან საწრეო მუშაობის განმავლობაში იგეგმება
ჩრდილთა თეატრის ორგანიზება და განხორციელება. საწრეო მუშაობის დროს მოსწავლეები იმუშავებენ როგორც
ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურად, გაეცნობიან ჩრდილთა თეატრის წარმოდგენის ტექნიკას, თავიანთი ხელით გააკეთებენ წარმოდგენისთვის დეკორაციებს,
თოჯინებს და წარმოადგენენ ჩრდილთა თეატრის
საბოლოო სახეს, გააკეთებენ კედლის გაზეთს, რომელიც გამოიფინება სკოლის ფოიეში.
საწრეო
მუშაობის პროგრამა მოიცავს ეროვნული სასაწვლო გეგმით გთვალისწინებულ აქტივობებს.
რესურსები:ფერადი
თაბახის ფურცლები, მუყაო, წებო, მაკრატელი, კომპიუტერი, ფარდა,კალამი,ცარცი.
აღწერა:მასწავლებელი
არეგისტრირებს მსურველ ბავშვებს,მშობლებეს გააცნობს წრის მუშაობის მიზანს,შეხვედრების
განრიგს.მშობლებმა უნდა შეავსონ კითხვარი თუ რა მოლოდინი აქვთ წრის მუშაობის პროცესში.
მუს.V.6 მოსწავლეს შეუძლია
სხვებთან
თანამშრომლობა
მუს.VI.9.
მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ
მუსიკა/ხელოვნება კომუნიკაციის საშუალებაა.
შედეგი:წრის
მუშაობის ასეთი ფორმა ხელს უწყობს ბავშვებში ფანტაზიის, შემოქმედებითი ნიჭის, არტისტული
ბუნების გაღვიძებას. სიკეთის, სილამაზის აღქმას. თეატრალური წარმოდგენა, რომელშიც თვითონ
მონაწილეობენ დადებით ემოციას იწვევს და ხდება თვით განტვირთვა. ბავშვები მღერიან,
ცეკვავენ, მსახიობობენ, ხატავენ, თოჯინებს ამზადებენ და თამაშობენ.
წრის მუშაობაში
ჩართული პირები:მოსწავლეთა მშობლები.მასწავლებელი
მოსწავლეთა
ასაკი 11,12 წელი
დრო:წრის
მუშაობა განხორციელდება2019 =20 სასწავლო წლის პირველ სემესტრში,კვირაში ერთხელ,პარასკევს 15 საათიდან 16 საათამდე
წრის მუშაობის სამოქმედი
გეგმა მუსიკაში
2019-2020 წლის პირველი
სემესტრი
N
|
აქტივობა
|
თარიღი
|
რესურსი
|
1
|
განაცხადის გაკეთება სოციალურ გვერდზე
|
30.09.2019
|
|
2
|
მშობელთა განცხადებების მიღება
მოსწავლეთა დარეგისტრირება
|
1.10.2019
|
განცხადების ფორმა
|
3
|
წრის მუშაობის შესახებ, გეგმის გაწერა.
ჩრდილთა თეატრის
შესახებ ინფორმაციის გაცნობა/შესწავლა.
|
4.10.2019
|
მარკერი, ფორმატი, დაფა
|
4
|
ჩრდილთა თეატრის შესახებ ინფორმაციის გაცნობა/შესწავლა.
|
11.10.2019
|
მოძიებული მასალა
|
5
|
სხვადასხვა ზღაპარის გმირების შესახებ საუბარი . როლების გადანაწილება.
თოჯინების და დეკორაციების შექმნა
|
18.10.2019
|
ხალხური ზღაპრების წიგნი
|
6
|
თოჯინების გაკეთება, დეკორაციების შექმნა .
|
25.10.2019
|
ფერადი თაბახის ფურცლები, მუყაო, წებო, მაკრატელი,
კომპიუტერი, ფარდა
|
7
|
წარმოდგენისთვის, მუსიკალური ნომრების შერჩევა.
|
1.11.2019
|
საკლასო ოთახი
კომპიუტერი
|
8
|
რეპეტიციები
|
8.11.2019
|
საკლასო ოთახი
კომპიუტერი
|
9
|
რეპეტიცია
|
15.11
|
|
10
|
რეპეტიცია
|
22.11
|
|
11
|
შეჯამება დახურული ღონისძიება
|
27.11
|
|
წრის ხელმძღვანელი:ე.ხუციშვილი
2019=2020
სასწავლო წელი
მეორე შეხვედრა.მშობელების განცხადებები
მესამე შეხვედრა 4.10 .2019წელი
წრის მუშაობის შესახებ, გეგმის გაწერა.
ჩრდილთა თეატრის შესახებ ინფორმაციის გაცნობა/შესწავლა.


მოსწავლეებმა დიდი ხალისით გააკეთეს ფიგურები
თეატრისთვის
საწრეო მუშაობა დავამთავრეთ ძალიან საინერესოდ და მხიარულად.
ვიდეო მასალა ჩრდილთა თეატრის.
მშობლების და მოსწავლეების კითხვარი
აწრეო მუშაობის რეფლექსია
,,ჩრდილთა თეატრ”
2018_2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მეექვსე კლასში შეიმნა საწრეო მუშაობა ,,ჩრდილთა თეატრი“ .ვატარებდი ყოველი კვირის პარასკევს.
მოსწავლეებსა და მშობლებს დროულად მივაწოდე ინფორმაცია წრის გახსნის შესახებ.დაინტერესებულმა პირებმა გამოთქვეს სურვილი და შეავსეს განცხადებები.დასაწყისში გავაცანი საწრეო მუშაობის გეგმა,მიზანი და შესასრულებელი აქტივობები.მოვიძიე საჭირო რესურსები,რომელიც ხელს შეუწყობდა წრის მუშაობის შეუფერხებელ მუშაობას.
მაქვს ბლოგი,სადაც რეგულარულად ვაქვეყნებდი საწრეო მუშაობის ამსახველ ფოტო მასალას .ბლოგის მისამართია:https://jeniakhutsishvili.blogspot.com/p/blog-page_66.html
საწრეო მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეების მეტად დაინტერესება მუსიკის საგნით,ასევე შემოქმედებითი უნარების განვითარება,ხელოვნების დარგების გამომსახველობითი საშუალებების დაუფლება:თეატრალური ეტიუდების და სცენების გათამაშება,ხატვა. შევარჩიეთ ნომრები რომელიც უნდა გამოგვეყენებინა თეატრში,ეს იყო ძირიტადად ზღაპრებიდან აღებული პატარა მონაკვეტბი,,თხა და ვენახი“,წუნა და წრუწუნა“,
,,თოვლის გუნდა“,,წვიმის ხმა“.მშობლებმა და მოსწავლეებმა საწრეო მუშაობა დადებიტად შაფასეს და გამოთქვეს სურვილი მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის
საწრეო მუშაობის დროს მოტივაციის ასამაღლებლად ვახალისებდი მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებით,ავღნიშნავდი მათ მცირე წარმატებას,ვასწავლიდი პრობლემის გადაჭრის გზებს.მეცადინეობების დროს მათთვის ყველაზე სახალისო და მნიშვნელოვანი იყო როლური გარდასახვა.მოსწავლეები ხალისით რჩებოდნენ ყველა საწრეო მეცადინეობებზე. საწრეომუშაობა დავამთავრეთ წარმოდგენით სადაც მოწვეული გვყავდა მეორე კლასის მოსწავლეები.
მეცადინეობები მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით.მომავალში ვაპირებ მსგავსი წრის მეცადინეობებს სხვადასხა კლასებში ,რადგან მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი ,რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში.
წრის ხელმძღვანელი :ე.ხუციშვილი






მუსიკალური ნომრების შერჩევა









No comments:
Post a Comment