Tuesday, November 19, 2019

სოციალური პროექტები


ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლაინტერნატი
პედაგოგი :ევგენია ხუციშვილი
სოციალური პროექტი
ინტერნეტი თუ ბიბლიოთეკა
პროექტის აქტუალობა:
წიგნი არის განათლებისა და ინფორმაციის მიღების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა.როდესაც ადამიანი წიგნს კითხულობს მისი გონება ფიქრობს ,კომპიუტერით კი შეგვიძლია მრავალი ინფორმაციის მოძიება მარტივად ,არ ჭირდება ფიქრი და ზედმეტი ენერგიის ხარჯვა.
მოსწავლეების ძირითადი ნაწილი ატარებს თავისუფალ დროს კომპიუტერთან და ნაკლებ დროს უთმობს წიგნს.წიგნის როლს პიროვნების ჩამოყალიბებაში  კი დიდი მნიშვნელობა აქვს.სწორედ ეს პროექტი არის აქტუალური მოსწავლეთათვის ,რომ გააცნობიერონ ბიბლიოთეკის ,წიგნის როლი ცხოვრებაში.
კლასი :მეორე კლასი
პროექტის განხორციელების დრო:4.11.2019___14.11.2019
პროექტის მიზანი:
1.დაეხმეროს მოსწავლეებს გააცნობიერონ ბიბლიოთეკის მნიშვნელობა
2.დაეხმაროს მოსწავლეებს გააცნობიერონ კითხვის ღირებულება,როგორც განვითარების ეფექტური საშუალება.
3.ბიბლიოთკის აქტიურ წევრად ჩამოყალიბება
4.ნაკლები დროის გამოყენება კომპიუტერთან.
მოსალოდნელი შედეგი:(მოკლევადიანი და გრძელვადიანი)
მოსწავლეებისთვის წიგნი გახდება ახლობელი და ძვირფასი.ასევე გახდებიან ბიბლიოთეკის აქტიური წევრები.მოხვდებიან რომ კომპიუტერთან ხშირად და დიდი დროით ჯდომის ნაცვლად ჯობია წიგნის კითხვა და ბიბლიოთეკაში სიარული.
პროექტის მონაწილეები:მასწავლებელი,მოსწავლეები,მშობლები,ბიბლიოთეკის თანამშრომლები
რისკები:ცუდი ამინდი
რისკების თავიდან აცილების გზა:
წინასწარ ვნახო ამინდი ,თუ როგორია იმ დღით როდესაც ვაპირებთ ბიბლიოთეკაში  წასვლას ;
აქტივობები:
1.პროექტის შესახებ ვაცნობო დირექციას
2.პოექტის იდეის განხილვა მშობლებთან და მოსწავლეებთან.
3.საუბარი მოსწავლეებთან ბიბლიოთეკის დანიშნულების შესახებ.

4.სტუმრობა ბიბლიოთეკაში
5.საუბარი წიგნიერების შესახებ(ისაუბრა მუზეუმის დირექტორამ ქალბატონმა მანანა მაჭარაშვილმა)
6.მოსწავლეების დარეგისტრირება ბიბლიოთეკაში სურვილსამებრ.
პროექტის შეფასების რუბრიკა:
1.მოხდა თუ არა მიზნების მიღწევა
2.რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
4.განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები,ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება.
























 რეფლექსია

      პროექტის მიზანი არის,მოსწავლეებმა გააცნობიერონ ბიბლიოთეკის მნიშვნელობა
დაეხმაროც მოსწავლეებს გაცნობიერონ კითხვის ღირებულება ,განვითარების ეფექტური საშუალება,ბიბლიოთეკის აქტიურ წევრად ჩამოყალიბება,ნაკლები დროის გამოყენება კომპიუტერთან.პროექტი წარიმართა გეგმის მიხედვით.არ ყოფილა ხარვეზები.ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა საინტერესოდ ესაუბრეს მოსწავლეებს წიგნიერების შესახებ,უპპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს.მოსწავლეები გაწევრიანდნენბიბლიოთეკაში და გამოიწერეს სასურველი წიგნები.ისწავლეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესები.მათი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია უამრავმა წიგნმა .
შეფასების კრიტერიუმები.შევაფასებდი დადებითად
1.მოსწავლეთა  ჩართულობა ბიბლიოთეკის ცხოვრებაში.
2წიგნის სიკეთის გაცნობიერება.


პროექტის მონიტორინგი
1.მოხერხდა თუ არა მიზნის მიღწევა.?
პროექტმა მიაღწია თავის მიზანს . მოსწავლეები  აქტიურად ჩაერთვნენ ბიბლიოთეკის  ცხოვრებაში.
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისადრომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა განხორციელდა  გეგმის მიხედვით.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია უამრავმა წიგნმა რომელიცინახება ბიბლიოთეკაში.
 4 რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეთა აქტიურმა ჩართულობამ სიკეთე მოუტანა თვითონ მოსწავლეებს, მათ გააცნობიერეს რომ კომპიუტერთან დიდხანს ჯდომის ნაცვლად ჯობია წაიკითხონ წიგნი,ხშირად იარონ ბიბლიოთკაში.

5.  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
მშობლებს აქტიურად ჩავრთავდი ასეთ პროექტებში,მათი აქტიურობა მოსწავლეებში იწვევს უფრო კარგ მიღწევებს საქმიანობებში.
6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდამსვლელობისას
 რაიმეს დამატება  არ მომხდარა.

რას გავითვალისწინებ მომავალში?
ხშირად ჩავატარებ მსგავს პროექტებს.




Sunday, October 20, 2019

სოციალური პროექტი გავამწვანოთ ჩვენი სკოლის ეზო

სოციალური პროექტი
გავამწვანოთ ჩვენი სკოლის ეზო
სახელწოდება===========ჩვენი სკოლა

პროექტის აღწერა:
მიზანი დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტან გორასლის სახელობის სკოლის ეზოს   მოვლა და გამწვანება.ყველა მოსწავლე დაინტერესებული უნდა იყოს იმით რომ ქონდეს ლამაზი,გამწვანებული და მოვლილი სკოლის ეზო.ეზოს მოწყობაზე უნდა ზრუნავდნენ  როგორც მასწავლებელი ასევე მოსწავლეები და უნდა იყოს მშობლის ჩართულობა.
მიზანი
პროექტის მიზანია სკოლის ეზოს მოწესრიება .გამწვანება და გალამაზება.პროექტის მიზანია მოსწავლეთ და მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში
ამოცანა
ჩვენი მიზანია ჯგუფებზე საქმიანობის განაწილება .ეს იქნება მიწის დამუშავება ასევე ნერგების და ყვავილების მოძიება.
პროექტის ხანგრძლივობა 1 კვირა
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები და მათი მშობლები ძირითადად მეორე კლასი და ასევე მათ დახმარებას გაუწევენ უფროსკლასელები.
მოსალოდნელი შედეგი
ეზოს დასუფთავება ,კეთილმოწყობა.მშობლების ჩართულობა,გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია
შესაძლო რისკები
პროექტის ანხორციელების დროს შეიძლება იყოს ცუდი ამინდი.
რესურსები
სამუშაო იარაღები,თოხი ,ბარი,ცოცხი,ყვავილები,ყვავილის თესლები,ერთჯერადი ხელთათმანები,საბურავები,საღებავები საბურავების შესაღებად.
მოსწავლეთა ასაკი 8 წელი
ხანგრძლივობა 2019 წელი 18 მარტი =25 მარტი
პროექტის აქტივობები;სამუშაო ჯუფების შექმნა,საქმიანობის გადანაწილება

პროექტის სარგებლობა:პროექტის განხორციელების შემდეგ გაიზრდება მოსწავლეთა  და მშობელთა ჩართულობა სკოლის საქმიანობაში.

პედაგოგი ევენია ხუციშვილი










სოციალური პროექტი
რეფლექსია
გავამწვანოთ ჩვენი სკოლის ეზო
ეზოებსი თუ ქუჩები ,ტყე და მათ სორის სკოლის ეზო აუცილებლად უნდა იყოს გამწვანებული. ჩვენ კარგად ვიცით ,რომ მცენარეები გამოყოფენ ჟანგბადს რაც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.ამან გადამაწყვეტინა  მოსწავლეებისთვის მეტი  ინფორმაციის გადაცემა ბუნების ,გამწვანების შესახებ.მინდოდა გაეთავისებინათ ის რომ ბუნების დაცვა და აუცილებლად კიდევ მისი მოვლაპტარონობა  მათი აუცილებელი მოვალეობაა.ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები არიან მეორე კლასელები.ამიტომ  ჩავატარე სოციალური პროექტი სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით/შევიმუშავე სხვადასხვა აქტივობები.მოსწავლეებში ამ საკითხმა დიდი ინტერესი გამოიწვია/ მაქვს გეგმა რომლის საშუალებითაც განვახორციელე ეს პროექტი.შევხვდი მშობლებეს ,გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება  .
                          პირევლ და მეორე შხვედრაზე ძირითადად ვისაუბრეთ იმის შესახებ რომ,რომ რა შეიძლება დავანაგვიანოთ გარემო,უნდა გავუფრთხილდეთ მას..არ მოვჭრათ ხეები,არ დავტოვოთ ცეცხლი ანთებული ტყეში და ასე შმდეგ.ასევე მსობლებმა გადაწყვიტეს ჩვენი დახმარება და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩაბმა .მათ მოიძიეს სხვადასხვა მცენარეთა .ასევე ყვავილის თესლები რომლებიც გამოვიყენეთ სკოლის ეზოს გასალამაზებლად.     
მშობლების დახმარებით გავასუფთავეთ სკოლის ეზო  .გამოვიყენეთ საბურავები რომლებიც შევეღებეთ საღებვებით და ჩავყარეთ მიწა და დავრგეთ სხვადა სხვა სახის ყვავილები.
                  პროექტის მიზანმა მიმიყვანა შედეგამდე.
1.მოხდა მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
2.მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ სკოლის ეზოს გამწვანებაში
                  ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს შეიძლება წამოიჭრას რისკები და ხარვეზები.მაგალითად ცუდი ამინდი  გადაადგილებისთვი, ეს რომ არ მომხდარიყო გავთვალე და ვნახე როგორი ამინდი იყო იმ დღით როცა ვაპირებდით ეზოს გამწვანებას . 
              მოსწავლეებს არ გაჭირვებიათ პროექტში ჩართვა და მისი განხორციელება.ისინი ხალისით ეკიდებოდნენ შესასრულებელ სამუშაოს .მუშაობის დროს ძალიან მეგობრული დამოკიდებულებე იყო ბავშვებს შორის მათი საუბარი ეხებოდა ბუნებას
შეფასების კრიტერიუმები:
1.მშობლების ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში:კარგი
3.მოსწავლეთა ჩართულობა აღნიშნულ პროექტში -კარგი



პროექტის მონიტორინგი
1.მოხერხდა თუ არა მიზნის მიღწევა.?
მიზანი მიღწეული .მოხდა მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.  მოსწავლეთა აქტიური ჩართვა პროექტში.
           
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისადრომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა განხორციელად  გეგმის მიხედვით.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
დიდი ინტერესი გამოიწვია  საბურავების გამოყენებამ ,მისი შეღებვის პროცესი კი  უფრო მეტად სახალისო იყო ბავშვებისთვის.
 4 რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის მონაწილეებმა ისწავლეს თუ როგორ მოუარონ საკუთარ ან სკოლის ეზოს .

5.  რა საჭიროებას გაუმჯობესებას და როგორ?
მეტი მუშაობა ამ თემის შესახებ .რადგან ყველა მოსწავლე იყოს ჩრათული პროექტში და მოახდინონ ცოდნის კონსტრუირება .

6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდამსვლელობისას
 რაიმეს დამატება  არ მომხდარა,
რას გავითვალისწინებ მომავალში?
1)  უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ კლასში განვახორციელებ მშობელთა მეტ ჩართულობას.და სისტემატიურად გავალამაზებთ ჩვენი სკოლის ეზოს .ამას არ ექნება მხოლოდ ერთჯერადი სახე.აუცილებლად მოვუვლით ,მოვრწყავთ ხეებსა და ყვავილებს .
                                                                                                                   
 პედაგოგი
 ევგენია ხუციშვილი




Friday, October 18, 2019

სოციალური პროექტი

სოციალური პროექტის გეგმა -   ნუ დაანაგვიანებ დედამიწას გაუფრთხილდით მას.
პროექტის განმხორციელებელი პედაგოგი და მისი საკონტაქტო ინფორმაცია

სახელი, გვარი

ევგენია ხუციშვილი
ტელეფონი

577625386

პროექტის სახელწოდება

ნუ დაანაგვიანებთ დედამიწას.გავუფრთხილდეთ მის სილამაზეს.

სამიზნე ჯგუფი

მეორე  კლასის მოსწავლეები

პროექტის ხანგრძლივობა



ერთი კვირა



პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა


18 მოსწავლე



პროექტის აქტუალობა
ჩვენთვის ძალაინ აქტუალური თემაა ბუნების გაფრთხილება .მისი მოვლა და დაცვა/არ დავაბინძუროთ , არ დავწვათ .არ დავანაგვიანოთ ის.

პროექტის მიზანი

მოსწავლეებში  ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის შესახებ
მშობელთა ჩართულობა


პროექტის მოსალოდნელი მოკლევადიანი  და გრძელვადიანი შედეგები


მოკლევადიანი შედეგები:
·         მოსწავლეების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
·         ნარჩენების გადამუშავების შესახებ ინფორმაციის გაცნობა;
·         21 - ე საუკუნის უნარ - ჩვევების ჩამოყალიბება


პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების მოკლე აღწერა

·         მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა საკითხის ირგვლივ;
·         საჭირო  აუდიო, ვიდეო და ფოტო მასალის მოძიება
·         რესურსების მოძიება
·         მოძიებული მასალების დამუშავება
·         კედლის გაზეთის მომზადება
·          ელიის ტყის დასუფთავება
·         შემეცნებით ანიმაციური ფიმების ჩვენება


                                                                    რესურსები
კომპიუტერი,ფერადი ფურცლები,მარკერები,თაბახი,წებო,მაკრატელი.
ერთჯერადი ხელთათმანები,პარკები ნაგვის მოსაგროვებლად.

გამოყენებული ვიდეო მასალა


















სოციალური პროექტი
რეფლექსია
ნუ დაანაგვიანებ დედამიწას. მის სილამაზეს

ეზოებსა თუ ქუჩებში ,ტყეში დანაგვიანებულმა გარემომ გადამაწყვეტინა  მოსწავლეებისთვის ბუნების შსახებ.მინდოდა გაეთავისებინათ ის რომ ბუნების დაცვა მათი აუცილებელი მოვალეობაა.ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები არიან მეორე კლასელები.ამიტომ  ჩავატარე სოციალური პროექტი სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით/შევიმუშავე სხვადასხვა აქტივობები.ვაჩვენენ ვიდეო მასალა ,რომელიც მივიძიე  კომპიუტერის საშუალებით,მოსწავლეებში ამ საკითხმა დიდი ინტერესი გამოიწვია/ მაქვს გეგმა რომლის შაშუალებიტაც განვახორციელე ეს პროექტი.შევხვდი მსობლებეს ,გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება  .
                          პირევლ და მეორე შხვედრაზე ძირითადად ვისაუბრეთ იმის შესახებ რომ რა შეიძლება დავანაგვიანოთ გარემო,უნდა გავუფრთხილდეთ მას.არ მოვჭრათ ხეები,არ დავტოვოთ ცეცხლი ანთებული ტყეში და ასე შმდეგ, ვუყურეთ ვიდეომასალს ამ საკითხთან დაკავასირებით.      
მშობლების დახმარებით დავასუფთავეთ ელიის ტყე, იქვე გავაკეთეთ კედლის გაზეთები და ასევე ნახატები ,რომლებიც დავტოვეთ ხეზე და სხვადასხვა ადგილას გამოკრული ,იმისთვის რომ იქ მისულიმა ადამიანებმა გაიაზრონ რომ არ შეიძლება ასეთ დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება.კედლის გაზეთი გამოვაკარით სკოლაშიც.
                  პროექტის მიზანმა მიმიყვანა შედეგამდე.
1.მოხდა მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
2.მოსწავლეებმა გაიგეს რომ არ შიძლება ბუნების დაბინძურება და უნდა გაუფრთხილდნენ მას.
3.მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით დაასუფთავეს ეიის ტყე.
                  ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს შეიძლება წამოიჭრას რისკები და ხარვეზები.მაგალითად ცუდი ამინდი ან ტრანსპორტის უქონლობა გადაადგილებისთვი, ეს რომ არ მომხდარიყო გავთვალე და ვნახე როგორი ამინდი იყო გამოცხადებული ,ასევე მშობლებს ვთხოვე დახმარება ტრანსპორტის მოსაგვარებლად .ხარჯი რესურსისთვის ,როგორიც არის ფერადი ფანქრები,მარკერები ,თაბახები,ერთჯერადი ხალთათმანებ, ნაგვისთვის შესაგროვებელი პარკები  ჩემს თავძე ავიღე.
                 მოსწავლეებს არ გაჭირვებიათ პროექტში ჩართვა და მისი განხორციელება.ისინი ხალისით ეკიდებოდნენ შესასრულებელ სამუშაოს .თვითშეფასებისთვის ვაძლევდი  შეკითხვებს ,რომლებსაც ისინი პასუხებს სცემდნენ და აქედან გამომდინარე ადვილი გასაგები იყო რომ დასახულ შედეგზე გავედი.მუშაობის დროს ძალიან მეგობრული დამოკიდებულებე იყო ბავშვებს შორის მათი საუბარი ეხებოდა ბუნებას და მის დაცვას დაბინძურებისგან.
შეფასების კრიტერიუმები:
1.მშობლების ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში:კარგი
2.კედლის გაზეთის შექმნა=კარგი
3.მოსწავლეთა ჩართულობა აღნისნულ პროექტში -კარგი

პროექტის მონიტორინგი
1.მოხერხდა თუ არა მიზნის მიღწევა.?
მიზანი მიღწეული .მოხდა მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში,კედლის გაზეთის გამოშვება,მოსწავლეთა აქტიური ჩართვა პროექტში.
           

2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისადრომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა განხორციელად  გეგმის მიხედვით.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
დიდი ინტერესი გამოიწვია ელიი ტყის დასუფთავებამ,იმიტომ რომ ბავშვებმა ხალისით შეასრულე მითითებული დავალებები, ასევე მონახეს დრო თამაშისთვის თავის მიერ  დასუფთავებულ ტერიტორიაზე
 4 რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის მონაწილეებმა გაიგე სრომ არ შეიძლება ბუნებას მტრულად მოექცე ,დააბინძურო და გადაწვა ის.უნდა გაუფრთხილდნენ და არ დანაგვიანონ ბუნება

5.  რა საჭიროებას გაუმჯობესებას და როგორ?
მეტი ნუშაობა ამ თემის შესახებ .რადგან ყველა მოსწავლე იყოს ჩრათული პროექტში და მოახდინონ ცოდნის კონსტრუირება .

6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდამსვლელობისას რაიმეს დამატება  არ მომხდარა,
რას გავითვალისწინებ მომავალში?
1)  უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ კლასში განვახორციელებ მშობელთა მეტ ჩართულობას.
2) მეთოდები: თვითშეფასება და რეფლექსია და ჯგუფებზე დაკვირვება მეტი აქტიურობით წარიმართოს, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მიზნის მისაღწევად არჩეულ სტრატეგიების ეფექტურად წარმართვა და თავიანთი მუშაობის პროცესის მონიტორინგის
 პარალელურად გააკეთონ  დასკვნები.

























სოციალური პროექტი
სახელწოდება :,,სტუმრად მუზეუმში
პროექტის ავტორი:ევგენია ხუციშვილი
მონაწილეები:მეორე კლასი.

პროექტის ანალიზი
მოსწავლეებმა არ იციან ან აქვთ მცირე ინფორმაცია
 მუზეუმის შესახებ.
მიზანი
დედოფლისწყაროს რაიონში არსებული მხარეთმცოდნეობის
მუზეუმის დათვალიერება ,იქ არსებული ნივთების გაცნობა,წარმოდგენის შექმნა მოსწავლეებისთვის მუზეუმის შესხაებ.
პროექტის ამოცანები
1.პროექტის დაგეგმვა
2.ვიზიტი მუზეუმში
3.პროექტის შედეგებზე საუბარი

განხორციელების ვადები
21.09 .2019            1.10.2019
შედეგი
მოსწავლები ესტუმრებიან დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს
დაათვალიერებენ მას და შეექმნებათ წარმოდგენა მუზეუმის შესახებ.დაათვალიერებენ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე აღმოჩენილ  და შემონახულ ძველ ნივთებს.

აქტივობები
პირველი შეხვედრა :
მასწავლებელი გაესაუბრება მოსწავლეებს მუზეუმის შესახებ ,გამოყენებული იქნება მოძიებული მასალა .
მეორე შეხვედრა:
მუზეუმში ვიზიტი
მესამე შეხვედრა:
პროექტის შეჯამება
რისკები
უამინდობა
პროექტის შეფასების რუბრიკა

1. მოხდა,თუ არა მიზნების მიღწევა?

2.  რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?

3. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონა წილეებმა?

4. განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;




                                                                                                                   





























რეფლექსია
      პროექტის მიზანია მოსწავლები გაეცნონ და დაათვალიერონ მუზეუმი,მყავს მეორე კლასის მოსწავლეები სადამრიგებლო ზოგიერტმა მატგანმა არ იცოდა მუზეუმის ადგილმდებარეობა და ასევე თუ რა ინახებოდა მუზეუმებში.სწორედ ამან გადამაწყვეტინა სოციალური როექტის გაკეთება სტუმრად მუზეუმში.
       პროექტი წარიმართა გეგმის მიხედვიტ.არ გვქონია ხარვეზები.მუზეუმი ძალიან ხალისით დაათვალიერეს,ქონდათ უამრავი შეკითხვები,სკოლაში ემოციებიტ დატვირთული დავბრუნდით.
       შემდეგ შეხვედრაზე გვქონდა განხილვა თუ რა იცოდნენ და რა გაიგეს მუზეუმის და იქ დაცული ნივთების შესახებ.
      პროექტის მიზანმა მიმიყვანა შედეგამდე.
1.მოხდა მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
2.მოსწავლეებმა გაიგეს თუ რა არის და რა ინახება მუზეუმში
                  ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს შეიძლება წამოიჭრას რისკები და ხარვეზები.მაგალითად ცუდი ამინდი  , ეს რომ არ მომხდარიყო გავთვალე და ვნახე როგორი ამინდი იყო იმ დღით როდესაც ვაპირებდით მუზეუმში წასვლას.
              მოსწავლეებს არ გაჭირვებიათ პროექტში ჩართვა .ისინი ხალისით ატვალიერებდნენ მუზეუმს და ქონდათ შეკითხვები /
შეფასების კრიტერიუმები.შევაფასებდი დადებითად
1.მოსწავლეთა ჩართულობა აღნიშნულ პროექტში .
პროექტის მონიტორინგი
1.მოხერხდა თუ არა მიზნის მიღწევა.?
მიზანი მიღწეულია,მოხდა მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.  მოსწავლეთა აქტიური ჩართვა პროექტში მუზეუმის შესახებ ინფორმაციების გაცნობა.           
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისადრომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა განხორციელდა  გეგმის მიხედვით.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
დიდი ინტერესი გამოიწვია ძველებურმა ნივთებმა მათ სორის მუსიკალურმა საკრავებმა.
 4 რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის მონაწილეებმა ისწავლეს თუ რა არის და რა ინახება მუზეუმში. გაუცნდათ სურვილი დაატვალიერონ საქრტველოში არსებული მუზეუმები.
5.  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
მეტი მუშაობა ამ თემის შესახებ .რადგან ყველა მოსწავლე იყოს ჩრათული პროექტში და მოახდინონ ცოდნის კონსტრუირება .
6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდამსვლელობისას
 რაიმეს დამატება  არ მომხდარა.
რას გავითვალისწინებ მომავალში?
1)  უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ  მშობელთა მეტ ჩართულობას .აუცილებლად დავათვალიერებთ სხვა მუზეუმებს და იქ არსებულ ნივთებს .













ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლაინტერნატი
პედაგოგი:ევგენია ხუციშვილი
კლასი-მე-5
პროექტის სახელწოდება:,,ჩვენ არ გვინდა ბულინგი,ჩვენ მეგობრები ვართ“
პროექტის აქტუალობა:
     როგორ ვიცით ბულინგი აბუჩად აგდებას ,ჩაგვრას ნიშნავს,ხშირად ვლინდება სკოლის ასაკში.სპეციალისტების აზრით ბულინგი სოციალური მოვლენაა,იგი აქტუალურია როგორც მსოფლიოში,ასევე საქართველოსიც.მისი მსხვერპლი ხშირად გარეგნული ნაკლის მქონე ბავშვები ხდებიან,დიდი ყურადღების მიქცევაა საჭირო ამ თემასთან დაკავშირებით,ბულინგი არის არასასიამოვნო ფაქტი,რომელიც შეიძლება მოხდეს სკოლაში,ოჯახში ,ქუჩაში და სხვა.სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გადავწყვიტე სოციალური პროექტის განხორციელება ჩემს ყოფილ სადამრიგებლო კლასში(მეხუთე).წელს მოხდა 2 კლასის გაერთიანება (წინაწლის მეოთხე-ა და მეოთხე-ბ),ამას დაემატა გადმოსული 2 მოსწავლე სხვა სკლებიდან.ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება ,რომ კლასი ვერ ახერხებს დამეგობრებას და შეიმჩნევა არაჯანსაღი დამოკიდებულება.შეიძლება რომელიმე მოსწავლე გახდეს ბულინგის მსხვერპლი.ჩემს გაკვეთილზე შეიმჩნეოდა არამეგობრული დამოკიებულება განსაკუთრებით სხვა სკოლიდან გადმოსულ გოგონათან . თუნდაც ჯგუფური მეცადინეოის დროს გაურბოდნენ ამ მოსწავლესტან ურთიერთობას .ეს მიეკუთვნება სასკოლო ბულინგს.სწორედ ამ შექმნილი სიტუაციის გამო გადავწყვიტე ამ კლასში განმეხორციელებინა სოციალური პროექტი ბულინგთან დაკავშირებით.
პროექტის განხორციელების დრო:28.10.2019---27.11.2019
პროექტის  მიზანი:
    ბულინგის ფაქტების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა,ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება მოსწავლეებს შორის,მოსწავლეების გათვითცნობიერება თუ რა არის ბულინგი და როგორ უნდა აიცილონ თავიდან.
პროექტის მონაწილეები:
    მასწავლებელი,დამრიგებელი,მოსწავლეები,სკოლის ადმინისტრაცია.
პროექტის განხორციელების რისკები:მოსწავლეების გაცდენები
პროექტის განხორციელების დროს რისკების თავიდან აცილების გზები:შევეცდები რომ ყველა მოსწავლე იმყოფებოდეს სკოლაში.
   
აქტივობები:
1)ბულინგის შემთხვევების შესწავლა
2)ფილმის ჩვენება
3)კითხვარის შედგენა და გამოკითხვის ჩატარება სკოლის ადმინისტრაციასთან და უფროსკლასელებთან.
მოსალოდნელი შედეგი(მოკლევადიანი და გრძელვადიანი)
    პროექტში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა გამოიწვევს  რომ ,ისინი გააცნობიერებენ ყველა იმ სავალალო შედეგს,რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ბულინგმა.მოხდება ბულინგის ამსახველი ფაქტების ამოცნობა,მსგავსი პრობლემისადმი მეტი პასუხისმგებლობა,მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობს გრძნობა,შეცდებიან რომ მომავალში ყველა მოსწავლესთან ქონდეთ თანაბარი ურთიერთობები,ასევე დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ ,თუ რა მოხდა ,მათი როლი როგორი იყო ,როგორ მოიქცნენ  ან ოიქცევიან მსგავს სიტუაციებში.
 მიღწეული შდეგის მონიტორინგი
პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში პასუხისმგებლობის განვითარებას,მიხვდნენ როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეთ ერთმანეთთან,გაითავისეს  თავისი და სხვისი უფლებების დაცვა.

პროექტის შეფასების რუბრიკა:
1.მოხდა თუ არა მიზნების მიღწევა
2.რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
4.განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები,ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება.






















რეფლექსია
    პროექტის მიზანი იყო ბულინგის იდენტიფიცირება ,აღმოფხვრა.ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება   მოსწავლეებს შორის,მათი გათვითცნობიერება თუ რა არის ბულინგი და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან.პროექტში აქტიურად ჩაერთო სკოლის ადმინისტრაცია,მასწავლებლები,დამრიგებელი,უფროსკლასელები.მოსწავლეებმა უყურეს ფილმს ბულინგის თემაზე.შემდეგ შეხვედრაზე შევადგინეთ კითხვარი და გავაკეთეთ გამოკითხვა პროექტში მონაწილეებთან .ბოლო შეხვედრა გვქონდა ჩატარებული აქტივობების შეჯამება ,განხილვა.
კითხარში შედიოდა კითხვები:
1)გსმენიათ თუ არა ბულინგის შესახებ?
2)თქვენზე თუ გაუვრცელებიათ ისეთ ჭორი ან ტყუილი რომელსაც ზიანი მოუყენებია თქვენთვის?
3)დაუმცირებიხართ თუ არა ვინმეს სხვის თვალწინ სკოლაში ან სხვა გარემოში?
4)გამხდარხართ თუ რა როდესმე დაცინვის ობიექტი?
5)თქვენ თუ მიგიყენებიათ ვინმესთვის მორალური ზიანი?
6)როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მოსწავლეებს,მეგობარს ბულინგის თავიდან აცილებაში?
მოსწავლეებმა გააცნობიერეს ყველა ის სავალალო შედეგი,რომელიც შიძლება გამოიწვიოს ბულინგმა.მოსწავლეებმა შეისწავლეს ბულინგის შემთხვევები,მათ ისწავლეს როორ იზრუნონ ერთმანეთზე.პროექტი გახორციელდა გეგმის იხედვით.არ ყოფილა ხარვეზები.ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებში გამეღვიძებინა მეგობრობის გრძნობა და ასევე მესწავლებინა თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეთ მათ არამარტო საკუთარ კლასელებთან  არამედ ყველა ადამიანთან.ვეცდეი რომ ასეთი პროექტები განვახორციეო ხშირად როგორც ჩემს სადამრიგებლო ასევე სხვა კლასებშიც .
პროექტის მონიტორინგი
1.მოხერხდა თუ არა მიზნის მიღწევა.?
პროექტმა მიაღწია თავის მიზანს .მოსწავლეებმა ისწავლეს  ბულინგის  თავიდან აცილების გზები.
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისადრომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა განხორციელდა  გეგმის მიხედვით.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია გამოკითხვამ სკოლის ადმინისტრაციასთან ,ასევე უროსკლასელებთან.
 4 რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მოხდა პროექტის მონაწილეების აქტიური ჩართულობა ამ პროექტში,მოსწავლეების ათვითცნობიერება ბულინგტან დაკავშირებულ საკითხებზე.
5.  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
მეტი დხშირი მუშობა ამ საკითხთან დაკავშირებით არამარტო ერთ კლასში არამედ სხვადასხვა კლასებში.

6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდამსვლელობისას
 რაიმეს დამატება  არ მომხდარა.

რას გავითვალისწინებ მომავალში?
მეტი ყურადღბა დაემოს ბულინგის თემას სკოლს ცხოვრებაში.









სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება - ,,ტოლერანტობა“
პროექტის აქტუალურობა - დღესდღეობით ტოლერანტობის თემა ნამდვილად აქტუალურია, რადგან ყოველდღიურად გვიწევს შეხება ამ პრობლემასთან, თუმცა გაუცნობიერებლად, იქიდან გამომდინარე რომ არ ვიცით ამ ტერმინის შინაარსი და უმეტესობას ტოლერანტობა მიაჩნია, როგორც სხვა რასის უპატივცემულობა მხოლოდ. რეალურად კი ტოლერანტობის უმთავრესი ნიშანი არის ის რომ დავაფასოთ და მივიღოთ ერთმანეთი ისეთი, როგორებიც ვართ. მოსწავლეები ყოველდღიურად აწყდებიან ერთმანეთთან ურთიერთობის დროს ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობის ნაკლებობას, რაც ტოლერანტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სკოლიდანვე არის საჭირო, რომ გადაიჭრას ეს პრობლემა. სასკოლო, ერთობლივი, აქტივობები კი აღნიშნული საკითხის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა. გადავწყვიტე, ტოლერანტობის თემასთან დაკავშირებით გამეკეთებინა პროექტი ერთ-ერთ კლასში და ასევე გაგვეკეთებინა ისეთი აქტივობა რომ მთელი სკოლა მოეცვა, ამიტომ დავამზადებდით ერთობლივად პლაკატს , ასევე ბუკლეტებს, რომლებსაც ბავშვები თანატოლებს გადასცემდნენ თავიანთი ხელით და თვითონვე აუხსნიდნენ ტოლერანტობის მნიშვნელობას. ამასთან ერთად სურვილი გვქონდა სხვა სკოლასთან დაკავშირება,სადაც სწავლობენ ბოშა ბავშვები და მათთან დამეგობრება და ერთად აქტივობის განხორციელება.
კლასი - 7 კლასი
პროექტის განხორციელების დრო - 14. 10.2019 – 14.11.2019
პროექტის მიზანი - მოსწავლეებში სხვისი აზრის, განსხვავებულობის დაფასება და მიღება, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში ფასეულობითი უნარ - ჩვევების გამომუშავებას და სასწავლო პროცესის სწორად წარმართვას.
მოსალოდნელი შედეგები  -
მოკლევადიანი -  მოსწავლეებში ტოლერანტული გრძნობის განვითარება (ფასეულობითი უნარ-ჩვევები).
გრძელვადიანი - მომავალში მოსწავლეების მიერ სხვებისთვის მაგალითის მიცემა



პროექტის განხორციელების რისკები -
შესაძლებელია სხვა სკოლასთან დაკავშირება ვერ მოხერხდეს
ალტერნატივა იქნება ის, რომ მათ გავუგზავნოთ ჩვენს მიერ შექმნილი ბუკლეტები ტოლერანტობის თემასთან დაკავშირებით.
აქტივობები -
·         პროექტის იდეის განხილვა მოსწავლეებთან ერთად
·         საორგანიზაციო საკითხები. მოვალეობების გადანაწილება (ვინ რას მოამზადებს)
·         ტოლერანტობის თემაზე მოკლე მიმოხილვა, დისკუსია.
·         პლაკატის დამზადება ერთობლივად. (მოსწავლეები ფორმატის  ქაღალდზე დაიტანენ სხვადასხვა ფერის საღებავში დასველებულ თავიანთ ხელებს, საბოლოო შედეგს კი გაიაზრებენ და შეადარებენ ისე, როგორც თავიანთი ხელების ანაბეჭდი არის განსხვავებული, ასევე თითოეული ადამიანი რაღაც ნიშნით აუცილებლად გამოირჩევა და არის განსაკუთრებული)
·         ბუკლეტების დამზადება მოსწავლეების მიერ, რომელშიც ტოლერანტობის თემასთან დაკავშირებული წარწერები და ნახატები იქნება.
·         ბუკლეტების დარიგება მოსწავლეების მიერ კლასებში
·         შესაძლებლობის შემთხვევაში სხვა სკოლის ბოშა ბავშვებთან დაკავშირება და მათთან დამეგობრება. (მაგალითად : პიკნიკის მოწყობა)

პროექტის შეფასების რუბრიკა:
1.მოხდა თუ არა მიზნების მიღწევა
2.რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
4.განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები,ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება.





რეფლექსია
გადავწყვიტე გამეკეთებინა პროექტი, რომელიც დღეს აქტუალურ თემას - ტოლერანტობას მიეძღვნებოდა.
პროექტის მიზანი მიღწეულია, მოსწავლეები მიხვდნენ თუ რას ნიშნავს იყო ტოლერანტი, დააფასეს ერთმანეთის განსხვავებულობა და ერთმანეთის აზრი. გახდნენ უფრო შემწყნარებლები ურთიერთობაში. რაც შეეხება შემდგომში უკვე სასწავლო პროცესის სწორად წარმართვას, რა თქმა უნდა , ამ კუთხითაც წავედით წინ, რადგან ტოლერანტობა ერთ-ერთი წინაპირობაა ცოდნის სრულყოფილად მიღების.
განხორციელდა ყველა აქტივობა წარმატებით. მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატი თავიანთი ხელის ანაბეჭდით, გამოფინეს თვალსაჩინო ადგილას, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო, ასევე სკოლასი მოსული სტუმრების და მშობლების. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი და მიხვდნენ, რომ ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისაგან ისე, როგორც მათი ხელის ანაბეჭდები განსხვავდება, ამიტომ უნდა ვცეთ ერთმანეთს პატივი და ვიყოთ ტოლერანტები.
განხორციელდა შემდეგი აქტოვობაც. მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები და გადასცეს სხვა კლასის მოსწავლეებს, რამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. შედეგად პროექტში ჩავრთეთ მთელი სკოლა.
რაც შეეხება სხვა სკოლასთან დაკავშირებას გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა თუმცა გავაკეთეთ აქტივობის ალტერნატივა და გავუგზავნეთ ბროშურები მეგობარ სკოლას. გამოვთქვით სურვილი მომავალში შეხვედრის და დამეგობრების.




















სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება - ,,ჩემი მომავალი პროფესია“
პროექტის აქტუალურობა - დღეს, სამწუხაროდ, ხშირად ვხვდებით ადამიანს, რომელიც დასაქმებულია ისეთ სფეროში, რომლის შესაბამისი განათლება არ აქვს, ან პირიქით მუშაობს თავისი პროფესიით, თუმცა არ მოსწონს რასაც აკეთებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ თავის დროზე არ აირჩია სწორი მიმართულება, შესაძლოა ზეგავლენა იქონია სხვისმა აზრმა, დაუჯერა ვიღაცას და ჩააბარა ისეთ ფაკულტეტზე მხოლოდ იმის გამო, რომ პოპულარული იყო ესა თუ ის მიმართულება. ან აირჩია ისეთი პროფესია, რომლის არსშიც ვერ ერკვეოდა, ეგონა სხვა და დახვდა სულ სხვა სფერო.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გადავწყვიტე გამეკეთებინა პროექტი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები გაეცნობოდნენ სხვადასხვა პროფესიას და შეხვდებოდნენ ამ პროფესიით დასაქმებულებს, რომლებსაც უყვართ საქმე რასაც აკეთებენ და არიან პროფესიონალები.
კლასი - მე-9 კლასი
პროექტის განხორციელების დრო - 4. 10.2019 – 4.11.2019
პროექტის მიზანი - მოსწავლეები დაფიქრდნენ საკუთარ, მომავალ პროფესიულ არჩევანზე
მოსალოდნელი შედეგები  -
მოკლევადიანი - მოსწავლეებს შეექმნებატთ წარმოდგენა სხვადასხვა პროფესიაზე, თუ რას ითვალისწინებს და ნაწილობრივ ექნებათ ჩამოყალიბებული საკუთარი სურვილი თუ რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება
გრძელვადიანი - მოსწავლეები პროექტის განხორციელების შემდეგ დაფიქრდებიან საკუთარ არჩევანზე და მომავალში გადაწყვეტილებას მიიღებენ გააზრებულად

პროექტის განხორციელების რისკები -
პროექტის გეგმაში გაწერილ რომელიმე პროფესიის ადამიანთან შესაძლებელია ვერ მოხერხდეს შეხვედრა გრაფიკის გამო.
ალტერნატივა შესაძლებელია იყოს იგივე პროფესიის სხვა დასაქმებულთან შეხვედრა.

აქტივობები -
·        პროექტის იდეის განხილვა მოსწავლეებთან ერთად
·        სასურველი პროფესიების შერჩევა
·        დაკავშირება შერჩეული პროფესიის ადამიანებთან და დროის განაწილება
·        ვიზიტი შერჩეულ დაწესებულებებში ( ბიბლიოთეკა, სახანძრო, სამედიცინო დაწესებულება, აფთიაქი, სკოლა)
·        შეჯამება

პროექტის შეფასების რუბრიკა:
1.მოხდა თუ არა მიზნების მიღწევა
2.რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
4.განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები,ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება.













რეფლექსია
გადავწყვიტე გამეკეთებინა პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემდა მოსწავლეებს გაცნობოდნენ სხვადასხვა პროფესიას.
პროექტის მიზანი მიღწეულია, მოსწავლეები დაფიქრდნენ საკუთარ, მომავალ პროფესიულ არჩევანზე.
პროექტი გავაკეთე მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის, რადგან ეს არის ის პერიოდი როდესაც გადადიან შემდეგ საფეხურზე და როდსეაც მართებთ დაფიქრება მომავალ პროფესიაზე. თუნდაც იმაზე თუ რომელი საგანი უფრო მეტად სჭირდება მომავალი პროფესიისთვის მოსწავლეს, რომ მიაქციოს ყურადღება შემდეგი სამი წლის განმავლობაში.
განხორციელდა ყველა აქტივობა წარმატებით. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროფესიების ჩამონათვალის შედგენაში და დავგეგმეთ ვიზიტი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან.
მოსწავლეები იყვნენ რაიონის ბიბლიოთეკაში და გაესაუბრნენ მათ თანამშრომლებს, გაიგეს თუ რას საქმიანობენ ყოველდღიურად, ვის რა ევალება.
ასევე ვიყავით სამედიცინო ცენტრში, მოსწავლეები შესაფერისი ფორმებით შეიყვანეს სხვადასხვა განყოფილებაში, დაათვალიერეს იქ არსებული მოწყობილობები თუ დანადგარები, ისწავლეს პირველადი დახმარების ნიუანსები.
აგრეთვე ბევრმა მათგანმა გამოთქვა სურვილი შეხვედროდნენ ფარმაცევტს, ამიტომ ვიყავით ერთ-ერთ აფთიაქში და შევხვდით იქ მომუშავე პერსონალს.
ყველასთვის სასურველი პროფესია აღმოჩნდა მასწავლებლობა, ამიტომ დაბალ კლასში ვესტუმრეთ ერთ-ერთ პედაგოგს და დავესწარით ერთ გაკვეთილს, რომელიც ერთობლივად ჩავატარეთ.
ყველასთვის საინტერესო, სახალისო და ამავე დროს დიდი საპასუხისმგებლო იყო სახანძროში ვიზიტი.
პროექტის შეჯამება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი აზრი, გამოთქვეს სურვილი იმის თუ  მომავალში რა გეგმები აქვთ. რა თქმა უნდა, შევთანხმდით რომ აუცილებლად იფიქრებდნენ კიდევ საკუთარ მომავალზე და დაუფიქრებლად არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას.




პროექტით სარგებელი მიიღო იმაზე მეტმა მოსწავლემ , ვიდრე ველოდით.

















სოციალური პროექტის გეგმა
პოექტის სახელწოდება -,, სიკეთე და პატივისცემა“
პროექტის აქტუალურობა - მოსწავლის წარმატებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია  ისეთი ღირებულებების და უნარების განვითარება როგორიცაა ერთმანეთის პატივისცემა ,სიკეთე  და სხვა.ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია ზრუნვა ემპათიის განვითარებაზე.მოსწავლეებში სხვისი ემოციების პატივისცემა და ამოცნობა.ეს კი აუცილებელი პირობაა მეგობრებთან და თანაკლასელებთან ურთიერთობისათვის.სწორედ ეს იყო მიზეზი ,რომ ჩამეტარებინა პროექტი ,,სიკეთე და პატივისცემა“ მეხუთე კლასში,ამ კლასში წელს მოხდა 2 კლასის გაეთიანება და სურვილი გამიჩნდა ხელი რომ შემეწყო მათი უკეთ დამეგობრებისთვის, მესწავლებინა ერთმანეთის პატივიცემა ,სხვისი ემოციების ამოცნობა ,ერთმანეთის დახმარება .ეს კლასი იყო ჩემი სადამრიგებლო და ამიტომ გავაგრძელე მათთან ისეთივე დამოკიდებულება როგორიც გვქონდა მეოთხე კლასის ჩათვლით.
კლასი - მეხუთე  კლასი
პროექტის განხორციელების დრო - 2 კვირა
პროექტის მიზანი -
1)მოსწავლეებს შორის მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
2)სხვისი ემოციების პატივისცემა
3)სიკეთის კეთება
4)საკუთარი ემოციების ამოცნობის უნარების განვითარება
მოსალოდნელი შედეგები - (მოკლევადიანი და გრძელვადიანი)
          მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ მეგობრული დამოკიდებულება,შეძლებენ სხვისი ემოციების ამოცნობას და პატივისცემას,განუვითარდებათ   სიკეთის კეთების უნარი.
აქტივობები :
·         პროექტის იდეის განხილვა
·         ფილმის ჩვენება
·         მოძიებული სხვადასხვა სურატები,ბარათები ან მათ მიერ შესრულებული რაიმე ნებისმიერი ნახატი ,ამ ნახატებს აჩვენებენ ერთმანეთს და თან აკვირდებიან ვის როგორი ემოცია ექნება გამოხატული.
·         მოსწავლეებთან ერთად კეთილი საქმის შერჩევა
·         დაფაზე ვწერთ იდეებს და ვარჩევთ სურვილისამებრ,ვახდენთ იდეების გენერირებას.
·         შერჩეული აქტივობის განხორციელება

პროექტის შეფასების რუბრიკა:
1.მოხდა თუ არა მიზნების მიღწევა
2.რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
4.განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები,ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება.





















































რეფლექსია
      პროექტის მიზანი იყო
1)მოსწავლეებს შორის მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
2)სხვისი ემოციების პატივისცემა
3)სიკეთის კეთება
4)საკუთარი ემოციების ამოცნობის უნარების განვითარება
    რათა ხელი შეეწყოს მოსწავლეებში მეგობრულ და დამოკიდებულებას,ერთმანეთის დახმარებას და სხვისი ემოციების პატივისცემა,საკუთარის ამოცნობას.ყველა აქტივობა განვახორციელე მოსწავლეებთნ ერთად გეგმის გაცნობის შემდეგ,ვაყურებინე ფილმს ,,სიკეთის ბუმერანგი“
ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ იწყება დღე იმით რომ მშენებელი მუშ ეხმარება პატარა ბიჭუნას მრომელიც სკეიდბორდიდან ვარდება,შემდეგ კი ფეხზე წამომდგარი ბიჭუნა მოხუც ქალბატონს ეხმარება მძიმე ჩანთის აწევაში და ასე შემდეგ მანამ სანამ სიკეტ თავად არ დაუბრუნდება.ფილმის შემდეგ იყო  დისკუსია .შემდეგ აქტივობაში ვჯდებით წრეზე და ყველა მოსწავლემ  ერთმანეთს აჩვენა თავის მიერ დახატული ან მოძიებული  სურათი ისინი თან აკვირდებოდნენ ერთმანეთის ემოციებს,ზოგიერთ მათგანში სურათი იწვევდა სევდიან ან მხიარულ განწყობილებას,აქედან მოსწავლეები მიხვდნენ რომ  ყველა ადამიანმა  შეიძლებაემოცია გამოხატოს სხვადასხვა ნაირად.
    შემდეგ შეხვედრაზე მოხდა კეთილი საქმის შერჩევა, რაც მოსწავლეებმა შეარჩიეს ერთად .ეს იყო კარგი სურვილებით ბარათბის დატოვება მეგობრებთან ,რომელიც მათ განახორციელეს  ხალისით.ბოლოს კი შვაჯამეთ ჩვენი მუშაობა .გაირკვა რომ უმრავლესობა მოსწავლეებისა საუბრობდა უკვე რომ კეთილი საქმის კეთება ,მეგობრული დამოკიდებულება,სხვისი ემოციების პატივისცემა აუცილებელი პირობაა საზოგადოებაში და ასევე მეგობრებში უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის.

პროექტის მონიტორინგი
1.მოხერხდა თუ არა მიზნის მიღწევა.?
   ჩემი აზრით მოხდა მიზნის მიღწევა ,მოსწავლეებს  განუვითარდათ ერთმანეთის მიმართ მგობრული დამოკიდებულება ,მათ  გაიაზრეს რომ საჭიროა სხვისი ემოციების პატივისცემა.ასევე ის რომ  სიკეთის კეთება ერთერთი აუცილებელი პირობაა.
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისადრომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა განხორციელდა  გეგმის მიხედვით.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მოსწავლეების ინტერესი გამოიწვია პროექტში ყველა განხორციელებულმა აქტივობებმა.
 4 რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ სიკეთის კეთებისა და სხვისი პატივისცემის უნარი
5.  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
მეტ მუშობას განვახორციელებ ამ საკითხთან დაკავშირებით.

6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდამსვლელობისას
 რაიმეს დამატება  არ მომხდარა.

რას გავითვალისწინებ მომავალში

ჩვატარებ ხშირად მსგავს პროექტებს .













პროექტის წარმოდგენა


სახელი:ევგენია
გვარი:ხუციშვილი
რაიონი:დედოფლისწყარო
სკოლა:წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლაინტერნატი
პროექტის აღწერილობა
პროექტის სახელწოდება:უსაფრთხოება ოჯახში
          შესავალი:პროექტის მიზანი:შეძლოს სხვადასხვა ტიპის ,,სახიფათო“საყოფაცხოვრებო ნივთების  დასახელება.გააცნობიეროს სხვადასხვა ტიპის სახიფათო საყოფაცხოვრებო ნივთბთან უსაფრთხოების მთავარი მოთხოვნები.დაეცნოს პირველადი დახმარების ექსპრეს ტელეფონებს.
                                      პროექტის მნიშვნელობა:ჩვენი პროექტი მნიშვნელოვანია იმ გარემოებებით ,რომ იგი საინტერესო და აუცილებელი იქნება ყველა მოსწავლიშთვის,მოსწავლეები ისწავლიან  იმ შესაძლო სხვადასხვა ტიპის სახიფათო საყოფაცხოვრებო ნივთებთან უსაფრთხოების წესების დაცვას.ასევე გაეცნობიან პირველადი დახმარების ექსპრესტელეფონებს.
  
პროექტის აღწერა და განხორციელება
პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების განხილვა,პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და დროში გაწერა.პროექტში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მშობლები სურვილისამებრ.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის  შეგიძლიათ იხილოთ ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებ გვერდი:https://jeniakhutsishvili.blogspot.com/p/blog-page_66.html

                       მისაღწევი შედეგები: (გრძელვადიანი და მოკლევადიანი)
1)მოსწავლე ასახელებს იმ  პირებს  ვისაც საჭიროების შემთხვევაში მიმართავს დახმარებისთვის
2)საუბრობს გადაუდებელი დახმარების სამსახურის დანიშნულებაზე,ამოიცნობს საკონტაქტო ტელეფონებს .
3)შეიმუშავებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სითბოს და სინათლის წყაროების უსაფრთხო გამოყენების წესებს
4)მშობლების სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა .

აქტივობა
ვინ მონაწილეობს პროექტში
დრო
შენიშვნა
საუბარი მოსწავლეებთან
უსაფრთხოებაზე ოჯახში
უსაფრთხო და საყოფაცხოვრებო სახიფათო ნივთბის გაცნობა.
მშობლების საუბარი მოსავლეებთან.
მასწავლებელი   , მოსწავლეები,
მშობლები
20.11
27.11

ვის მივმართოთ მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში

პროექტის შეჯამება






1) საუბარი მოსწავლეებთან
უსაფრთხოებაზე ოჯახში
უსაფრთხო და საყოფაცხოვრებო სახიფათო ნივთბის გაცნობა:
          მოსწავლეებთან საუბარი ოჯახში უსაფრთხოების შესახებ, ასევე უსაფრთხო ნივთების წინასწარ  მომზადება და მათი გაცნობა .თუ რომელ ნივთს რა ზიანი შეიძლება მოყვეს მისი არასწორედ გამოყენების დროს.მშობლების საუბარი მოსწავლეებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით.პირველი შხვედრა წარიმართება კითხვა პასუხით ასევე მოსწავლეები ვიზუალურად დანახავენ ტუ რომელმა ნივთებმა შეიძლება მიაყენოტ მათ ზიანი .


2) ვის მივმართოთ მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში
     მოსწავლეებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ თუ ვის უნდა მიმართონ და  რა დროს  უნდა გამოიყენონ , რა შემთხვევაში სასწრაფო,სახანძრო. როგორ უნდა აკრიფონ ტელეფონი და რა ნომერი.შეგვიძლია გამოვიყენოთ სათამაშო ტელეფონი და ვასწავლოთ რა ნომერზე და როგორ უნდა მიმართონ დახმარებას საფრთხის შემთხვევაში. მოსწავლე კეფს ნომერს 112 და იძახებს სასწრაფოს,ეუბნება მისამართს თუ არ იცის უნდა ისწავლოს თავისი მისამართი შემდეგ შეხვედრამდე.
გვყავს მოწვეული ექთანი მშობლები.


3)პროექტის შეჯამება:მოსწავლეები კიდევ ერთხელ ასახელებენ სახიფათო ნივთებს,ამ ნივთების გამოყენების დროს უსაფრთხოების დაცვის წესებს,ასევე ასახელებენ იმ დაწესებულებას თუ ვის მიმართავენ მოსალოდნელი საფრთხის დროს.



რესურსები:საყოფაცხოვრებო ნივთები:მაკრატელი ,უთო, ფენი და სხვა.

პროექტის შეფასების რუბრიკა:
1.მოხდა თუ არა მიზნების მიღწევა
2.რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
4.განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები,ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება.

































რეფლექსია
         ამა წლის 20.11_27.11.2019 წელს დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლაინტერნატში განხორციელდა პროექტი ,,უსაფრთხოება ოჯახში“.მისი მიზანი იყო მოსწავლეები გასცნობოდნენ იმ         ,,სახიფათო“საყოფაცხოვრებო ნივთებს რომელმაც შეიზლება გამოიწვიოს საფრთხე.გააცნობიერონ  სხვადასხვა ტიპის სახიფათო საყოფაცხოვრებო ნივთბთან უსაფრთხოების მთავარი მოთხოვნები.გაეცნონ პირველადი დახმარების ექსპრეს ტელეფონებს.პროექტის იდეა გავაცანი მოსწავლეებს და ასევე მშობლებს ,სურვილისამებრ რამდენიმე მათგანმა გამოთქვა სურვილი პროქტში ჩართულობაზე.პროექტი წარიმართა გეგმის მიხხედვით,არ ყოფილა რაიმე დარღვევები.მოსწავლეებს პირველ შხვედრაზე ვესაუბრეთ და ასევე ვაჩვენე ის საგნები რომლებიც იწვევს საფთხეს მისი არასწორედ გამოყენების შემთხვევაში.მშობლებმა სურვილისამებრ ისაუბრეს აღნიშნულ თემაზე.იმისთვის რომ უკეთ გაეგოთ თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ სასწრაფო ,სახანძრო დახმარებებს ვასწავლეთ ნომერი _112,ასევე ამ ნომრის გამოყენება ტელეფონის საშუალებით(ტელეფონ გამოვიყენე სათამაშო).მათ გარკვევით უნდა ეთქვათ თავისი სახლის მისამართი სადაც ჭირდებოდათ დახმარების გაწევა.მოსწავლეებს ავუხსენი რომ არ შეიზლება ამ ნომერზე ტყუილი ზარის განხორციელება.ბოლო შეხვედრა იყო პროექტის შეჯამება,სადაც ერთხელ კიდევ გავაანალიზეთ ნასწავლი თემა პროექტის საშუალებით.
               პროექტი წარიმართა საინტერესოდ .ვაპირებ მსგავსი პროექტების გამოყენებას შემდეგ სემესტრში და ასევე შმდეგ სასწავლო წლებში.მიზანი და შედეგი მიღწეული იქნა.მის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ის რომ მოსწავლეები იყვნენ აქტიურად ჩართული და კარგად გაიგეს თუ რას შეიძლება მოყვეს საფრთხე და საფრთხის შმთხვევაში ვის უნდა მიმართონ და როგორ.
           პროექტის მონიტორინგი
1.მოხერხდა თუ არა მიზნის მიღწევა.?
პროექტმა მიაღწია თავის მიზანს .მოსწავლეებმა გაიაზრეს იმ ნივთბის მოხმარების საშიშროებები რომლებსაც იყენებენ ოჯახში,ამის გარდა თუ როგორ უნდა მოიქცნენ საფრთხის დროს, ვის უნდა მიმართონ და როგორ.
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისადრომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა განხორციელდა  გეგმის მიხედვით.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია ტელეფონის(სათამაშო)გამოყენებამ და განხორციელებულმა ზარმა 112_ში
 4 რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეები გახდნენ უფრო მეტად ფრთხილი იმ საგნების მინარტ რაციწვევს ან შიზლება გამოიწვიოს საფრთხე.
5.  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
მეტი დხშირი მუშობა ამ საკითხთან დაკავშირებით არამარტო ერთ კლასში არამედ სხვადასხვა კლასებში.

6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდამსვლელობისას
 რაიმეს დამატება  არ მომხდარა.

რას გავითვალისწინებ მომავალში?
მეტი ყურადღბა დაემოს უსაფრთხოებას .