სოციალური პროექტი

სოციალური პროექტი

ჯანსაღი კვება და  ჰიგიენა


ჯანმრთელობა და დღის რეჟიმი

 

საკუთარი ჯანმრთელობა როგორც ფასეუობა

              გადავწყვიტე ჩემს სადარიგებლო მეორე კლასში   ბავშვებს ვასწავლო  ჰიგიენის წესების დაცვა .ასევე ვისაუბრო ჯანსაღი კვების შესახებ.ეს გადავწყვიტე იმიტომ ,რომ პირველ კლასში ყოფნის დროს მიხდებოდა შეხსენება განსაკუთრებით    კვების დროს აუცილებლად   დაებანათ ხელები.არ ეყიდათ ისეთი საკვები ან სასმელი როგორიც არის ჩიფსი,კოკაკოლა და ასეშემდეგ.                              
                                                                    პროექტის ხანგრძლივობა

2 კვირა

გამოვიყენებ კლასის სათისთვის განკუთვნილ   3  გაკვეთილს

მიზანი


მოსწავეებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა    ჰიგიენასთან დაკავშირებით.შეიძლება პირადი და საერთო სარგებლობის ჰიგიენის განსაზღვრა .გაიაროს პროცედურების ჩატარების აუცილებლობა.

                                                                       ამოცანები და განხორციელების გზები
1პირველი დღე  .დისკუსია ჯანსაღ კვებასთან ,ჯანმრთელობასა და დღის რეჟიმთან დაკავშირებით.კედლის გაზეთის შექმნა  ამტემებთან დაკავშირებით.
   სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებების ჩვენება ბავშვებისთვის ,ასევე საუბარი მისი გამოყენების წესებზე.
2.  მეორე დღე
საუბარი სწორ კვებაზე,ასევე საჭირო ვიტამინების მიღებაზე რაც საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის.კედლის გაზეთი დავაჯგუფებთ სხვადასხვა ხილს და ბოსნეულს


3. მესამე დღე 
პროექტის შეჯამება,  ბავშვებთან   გასაუბრება თუ რა ისწავლეს და  რამდენად კარგად გაიგეს ინფორმაციები   პირადი ჰიგიენისა და ჯანსაღი კვების  შესახებ

სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებების ჩვენება ბავშვებისთვის ,ასევე საუბარი მისი გამოყენების წესებზე.
სახალისო ვიდეომასალის ჩვენება ინტერნეტ რესურსი.




1.დღის რეჟიმი

2.ვიტამინები
3.ჯანსაღი კვება
4.პირადი ჰიგიენა

შედეგი

მოსწავლეები მიიღებენ საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას ჯანსაღი კვებისა და პირადი ჰიგიენის შესახებ. ასევე ისწავლიან თუ როგორი უნდა იყოს  დღის რეჟიმი ,ბავშვები მიხვდებიან რომ აუციებელია ზრუნვა საკუთარი ჯანმრთელობისთვის.

რესურსი
პროექტორი, კომპიუტერი,სხვადასხვა ჰიგიენური საშუაებები===საპონი,კბილის ჯაგრისი,კბილის პასტა.თაბახი,ფერადი ფანქრები,წებო,მაკრატელი.
                                 პროექტის შეფასების რუბრიკა

1. მოხდა,თუ არა მიზნების მიღწევა?

2.  რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?

3. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონა წილეებმა?

4. განხორციელდა თუ არა პროექტით გატვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;


სოციაური პროექტის გეგმა ვინ შეადგიანა
დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის პედაგოგი ევგენია ხუციშვი


ამ კედლის გაზეთებზე არის აღბეჭდილი მასალა ჯანსაღი კვების,დღის რეჟიმის და ჰიგიენური საშუალებების .
მოსწავლეებმა ამ 3 შეხვედრის დროს შევეხეთ სამივე თემას .მოსწავლეებმა ისწავლეს ჰიგიენის წესები
ასევე ვისაუბრეთ ჯანსაღი კვების შესახებ და ვიტამინებზე ა,ბ,ც,თუ რისტვის არის საჭირო .
მოსწვალეებმა ჩემი დახმარებით შეძლეს შეექმნათ საკუთარი დღის რეჟიმი.
















რეფლექსია

ჯანსაღი კვება და ჰიგიენა
ჯანმრთელობა და დღის რეჟიმი
მიზანი
1.მნიშვნელოვანი იმფორმაციის გაცნობა მოსწავლეთათვის ჯანსაღი კვების და ჰიგიენის შესახებ.
2.ჯანმრთელობა და დღის რეჟიმის შემუშავება
         ხშირად მოსწავლეებმა არ იციან რას ნიშნავს ჯნსაღი კვება და ჰიგიენა ,ასევე მასთან  დაკავშირებული ჯანმრთელობა და დღის რეჟიმი.რადგან ვხედავდი რომ ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები ხშირად არღვევდნენ ამ პირობებს ,გადავწყვიტე შემექმნა პროექტი რომელიც დაეხმარებოდა მათ ამ პრობლემების გადაწყვეტაში.
          ადამიანს სჭირდება ჰიგიენის წესების დაცვა და ასევე ჯანსაღი კვება.ჩემი მოსწავლეები არიან მეორე კლასში და ხშირად შეიმჩნევა ბავშვების არასწორი კვება რაც გავლენას მოახდენს მათ ჯანმრთლობაზე..შევიმუშავე გეგმა .პირველ შეხვედრაზე მოვაწყე დისკუსია .ვაჩვენე ჰიგიენისტვის განკუთვნილი ნივთები თუ რა რისტვის უნდა გამოეყენებინათ.მეორე შეხვედრაზე მქონდა სახალისო ვიდეო მასალები.რამაც მოსწავლეები გაახალისა.ვესაუბრე ბაქტერიების შესახებ,ასევე რამდენად საჭიროა ჯანსაღი კვება.ხოლო მესამე შეხვედრა იყო შჯამება რომელზეც მოსწავლეებმა ყველა თემასთან დაკავშირებით შქმნეს კედლის გაზეთები,რომლების გამოიფინა საკლასო ოთახში.
   ბოლოს  მივედით შედეგამდე მოსწავლეებმა გაიგეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან საინტერესო ინფორმაციები.
         შეფასება მოვახდინე შემდეგი კრიტერიუმებით:
1.მოსწავლეთა ჩართულობა ==კარგი
2.საკითხების ცოდნა და შეფასება ====კარგი
3.პროექტის დოს შექმნილი რესურსი კედლის გაზეთი ==კარგი .ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული
პროექტის მონიტორინგი.
1.მოხერხდა თუ არა დასახული მიზნის მიღწევა?
პროექტი განხორციელდა წარმატებით.მოსწავლეებს მივაწოდე საჭირო ინფორმაცია მოცემულ თემასღან დაკავშირებით.
2.რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მოსწავლეები ყველაზე მეტად ხალისით მოეკიდნენ კედლის გაზეთების შესრულებას .მაგრამ უნდა ითქვას რომ ყველა შეხვედრაზე იგრძნობოდა დაინტერესება და აქტიურობა.
4.რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის შედეგად მოსწავლეები დარწმუნდნენ რომ საჭიროა სწორი კვება,დღის რეჟიმის სწორედ განაწილება.ჰიგიენის დაცვა. 5მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
პროექტში განხორციელდა ყველა აქტივობა დამატება არ მოგვიხდენია.
6.რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი პროექტების შერულებისას?
პროექტის განხორციელების დროს ყურადრბას გავამახვილებ მშობლის ჩართულობაზე სასაკოლო ცხოვრებაში.
პედაგოგი /კლასის დამრიგებელი
ევგენია ხუციშვილი

















სოციალური პროექტის გეგმა
პოექტის სახელწოდება - ,,დედის დღე“
პროექტის აქტუალურობა - მოსწავლის წარმატებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, რადგან მოსწავლე რომლის მშობელიც დაინტერესებულია შვილის სწავლით, მას უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, უვითარდება უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა, ასევე მშობლის ჩრთულობას დადებითი ზეგავლენა აქვს თვითონ მშობელზე, მასწავლებელზე და სკოლაზე.  ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, დღეს დგას იმის პრობლემა, რომ მშობლები ნაკლებად ინტერესდებიან სკოლის ცხოვრებით, მხოლოდ მასწავლებლის დავალებით მოდიან მშობელთა კრებაზე, არ გამოირჩევიან  საკლასო ღონისძიებებში და სასკოლო პროგრამებში ჩართულობით, სისტემურად არ აწვდიან  ინფორმაციას ბავშვზე მასწავლებელს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე მშობლები ნებაყოფლობით ჩამერთო საკლასო ღონისძიებაში - ,,დედის დღე“.
კლასი - 1 კლასი
პროექტის განხორციელების დრო - 4.02.2019 – 4.03.2019
პროექტის მიზანი - მშობლების ეფექტიანი ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში, რათა ხელი შეეწყოს მოსწავლის როგორც აკადემიური, ასევე შემოქმედებითი მიღწევების გაუმჯობესებას.
მოსალოდნელი შედეგები - (მოკლევადიანი და გრძელვადიანი)
·         აღნიშნულ ღონისძიებაში მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებელზე, მშბელზე და მოსწავლეზე
·         მოსწავლე გახდება უფრო დადებითად განწყობილი სკოლის მიმართ და საკუთარი შესაძლებლობების რწმენაც მეტად უვითარდება.
·         მშობელი გახდება უფრო თავდაჯერებული და სიამოვნებით ჩაერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში.
·         მშობლებთან თანამშრომლობა მასწავლებელს გახდის უფრო თავდაჯერებულს.
პროექტის განხორციელების რისკები -
ელექტროენერგიის გათიშვა ღონისძიების მსვლელობის დროს
რისკების თავიდან აცილების გზა - სკოლაში არსებული გენერატორის გამოყენება.
აქტივობები :
·         პროექტის იდეის განხილვა მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად.
·         საქმიანობის ნებაყოფლობით გადანაწილება მშობლების სურვილის მიხედვით
·         მოსწავლეებისთვის როლების გადანაწილება
·         მოსწავლეებზე დავალებების მიცემა
·         სიმღერების და ცეკვების შერჩევა მსობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი მონაწილეობით
·         შერჩეული ნომრეის შესწავლა,დამუშავება მშობლების ჩართულობით.
·         ღონისძიებისთვის საჭირო რესურსების მოძიება მშობლების დახმარებით
·         სკოლის დარბაზის მოწყობა მშობლებთან ერთად
·         ღონისძიება ,,დედის დღე“

პროექტის შეფასების რუბრიკა:
1.მოხდა თუ არა მიზნების მიღწევა
2.რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
4.განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები,ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება.


















რეფლექსია
      პროექტის მიზანი იყო  მშობლების ეფექტიანი ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში, რათა ხელი შეეწყოს მოსწავლის როგორც აკადემიური, ასევე შემოქმედებითი მიღწევების გაუმჯობესებას. პროექტი წარიმართა გეგმის მიხედვით.ხარვეზების გარეშე.აღნიშნულ ღონისძიებაში მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახა სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებელზე, მშობელზე და მოსწავლეზე
მოსწავლე გახდა უფრო დადებითად განწყობილი სკოლის მიმართ და საკუთარი შესაძლებლობების რწმენაც მეტად განუვითარდა.
მშობლები სიამოვნებით   ჩაერთვნენ ღონისძიებაში და გამოთქვეს სურვილი მსგავსი ტიპის აქტივობებში მონაწილეობის.
              მოსწავლეებსა და მშობლებს  არ გაჭირვებიათ პროექტში ჩართვა
            
შეფასების კრიტერიუმები.შევაფასებდი დადებითად
1.მშობლების ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში.
2.მოსწავლეთა და მშობელთა  ჩართულობა აღნიშნულ პროექტში .

პროექტის მონიტორინგი
1.მოხერხდა თუ არა მიზნის მიღწევა.?
პროექტმა მიაღწია თავის მიზანს .მშობლები მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ სასკოლო ცხოვრებაში.
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისადრომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა განხორციელდა  გეგმის მიხედვით.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია  ბარბაზის საზეიმოდ გაფორმებამ და  მშობლებთან ერთად შესრულებულმა ცეკვამ.
 4 რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მშობლების ჩართულობამ სასკოლო ღონისძიებაში სარგებლობა მოუტანა როგორც მოსწავლეებს ასევე მშობლებს,მასწავლებელს.მშობლებს იმ კუთხით ,რომ გაიაზრეს თავიანთი როლი ბავშვის მიღწევებზე,მოსწავლეები გახდნენ უფრო აქტიურები.მასწავლებელი გახდა უფრო თავდაჯერებული.
5.  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
მეტი მუშაობა მშობლებთან და მათი ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.

6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდამსვლელობისას
 რაიმეს დამატება  არ მომხდარა.

რას გავითვალისწინებ მომავალში?
უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ  მშობელთა  ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
ჩვატარებ ხშირად მსგავს პროექტებს .


       





სოციალური პროექტის გეგმა
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლაინტერნატი
პედაგოგი:ე.ხუციშვილი
პროექტის სახელწოდება - ,,დედამიწის დღე“
პროექტის აქტუალურობა -  დედამიწის დღე, ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. დამეთანხმებით, რომდღეს, გარემოს დაცვა აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ სკოლის ასაკიდანვე უნდა იცოდეს ბავშვმა თუ რას გულისხმობს - გარემოს დაცვა. ამისთვის საჭიროა მეტი ყურადღების დათმობა მოსწავლეებთან ამ პრობლემის მიმართ, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე გამეკეთებინა პროექტი, რომელიც მოსწავლეებში აამაღლებდა პასუხისმგებლობის გრძნობას გარემოს დაცვასთან მიმართებით. გააანალიზებდნენ საკუთარი თავის როლს გარემოს დაცვაში. აღნიშნულ პროექტში ჩავრთე პარალელური კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები, რადგან მოსწავლეებში ასევე მნიშვნელოვანია გუნდურობის უნარ-ჩვევის განვითარება და ასევე როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მშობლებისთვისაც საჭიროა გარემოს  დაცვაში საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრება. დავგეგმე სპორტული შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდაორი პარალელურიკლასი, რითაც უფრო დაახლოვდებოდნენ ერთმანეთთან და ისწავლიდნენ გუნდურობას. ასევე სკოლის ეზოს გამწვანება, რომელიც განხორციელდებოდა მშობლების ჩართულობით(მათ მიერ ნერგების მოძიებით) და ნერგების ერთობლივი დარგვით.
კლასი - მე-3ა და მე-3ბ კლასი
პროექტის განხორციელების დრო - 22.03.2019 – 22.04.2019
პროექტის მიზანი -
·         გარემოს დაცვაში საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრება როგორც მოსწავლეებში, ასევე მათ მშობლებში.
·         გუნდურობის უნარ-ჩვევის განვითარება

მოსალოდნელი შედეგები -
   მოკლევადიანი მიზანი - სკოლაში დედამიწის დღის საზეიმოდ აღნიშვნა, გარემოზე ზრუნვის განწყობის შექმნა.
   გრძელვადიანი მიზანი - მოსწავლეებმა  და მშობლებმა გაიაზრონ გარემოს დაცვის მნიშვნელობა და გაითავისონს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ასევე მონაწილეებმა შეძლონ გააზრებულად იმ საქმიანობის გაკეთება რაც გარემოს დაცვას უკავშირდება და მომავალში შეძლონ სხვისთვის კარგი მაგალითის მიცემა.
პროექტის განხორციელების რისკები - რომელიმე მოსწავლის გამოუცხადებლობა სკოლაში, რაც გამოიწვევს სპორტულ შეჯიბრებაში გუნდის წევრის დაკლებას.
რისკის თავიდან აცილების გზა შეიძლება იყოს შემდეგი - აქტივობის დაწყებამდე გუნდის შევსება დარბაზში მაყურებელი მოსწავლეებიდან.

აქტივობები :
·         პროექტის იდეის განხილვა მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად.
·         საქმიანობის ნებაყოფლობით გადანაწილება მშობლების სურვილის მიხედვით
·         ორი გუნდის ჩამოყალიბება კლასების მიხედვით
·         გუნდების სახელების შერჩევა
·         სპორტული შეჯიბრის დროს გამოსაყენებელი მუსიკალური ფონის შერჩევა მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი მონაწილეობით
·         სპორტული აქტივობების დაგეგმვა
·         ღონისძიებისთვის საჭირო რესურსების მოძიება მშობლების დახმარებით
·         სკოლის დარბაზის მოწყობა მშობლებთან ერთად
·         სკოლის ეზოს გამწვანებისთვის ნერგების მოძიება
·         ღონისძიება ,,დედამიწის დღე“
·         მშობლებისთვის და დამრიგებლებისთვის  სპორტული შეჯიბრისთვის ნომრების მომზადება .

პროექტის შეფასების რუბრიკა:
1.მოხდა თუ არა მიზნების მიღწევა
2.რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
4.განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები,ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება.

























ეფლექსია :
გადავწყვიტე განმეხორციელებინა სოციალური პროექტი, რომელიც გარემოს დაცვას დაუკავშირდებოდა და ამასთანავე მიმეძღვნა დედამიწის დღისთვის.
  პირველ რიგში გავაცანი პროექტის შესახებ გეგმა დირექციას, შევხვდი მშოლებს და მათთან ერთად გადავწყვიტე განხორციელების გზები,  დავიყავით ჯგუფებად სურვილისამებრ.ნაწილმა მოიძია ნერგები რომელი დავრგეთ სკლის ეზოში მოსწავლეებთან ერთად ღონის ძიების ბოლოს .ამის გარდა შევარჩიეთ სპორტული ღონისძიეითვის სხვადასხვა აქტივობები ბავშვებისთვის,დამრიგებლებისა და მშობლებისთვის.ყველა აქტივოდა დაკავშირებული იყო დედამიწასთან.შეირჩა ჟიური , რომლის შემადგენლობასიც შედიოდნენ სკოლის გენერალური დირექტორი მეუფე დიმიტრი, აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი თეა სხირტლაძე და ამავე სკოლის ბუნების მასწავლებელი მანანა მუღალაშვილი.
     შევქმენი სლაიდი დედამიწის დღესთან დაკავშირებული.პროექტი  ძალიან სახალისოდ  და წარმატებით განხორციელდა.
         პროექტის მიზნები ვფიქრობ, რომ მიღწეულია. მოსწავლეებს განუვითარდათ გუნდურობის უნარ-ჩვევა, რაც გამოიხატა პროექტის მიმდინარეობისას მათი ერთობლივი ჩართულობით და შემდგომ უკვე სხვა მსგავს პროექტებში აქტიური მონაწილეობით.
        რაც ყველაზე მთავარია , მოსწავლეებმა და ასევე მათმა მშობებმა გაიაზრეს თუ რას ნიშნავს გარემოს დაცვა და რა პასუხისმგებლობა აქვთ თითოეულს. ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული პროექტის დაგეგმვიდან დაწყებული მისი დამთავრებით და მომავალშიც გამოთქვეს სურვილი მსგავსი აქტივობების დაგეგმვის, რომლებიც დაუკავშირეს გარემოს.
ზემოთ აღნიშნული ყველა აქტივობა განხორციელდა გეგმის მიხედვით, რადგან არ ყოფილა ხელისშემშლელი ფაქტორები.
     პროექტის თითოეულმა მონაწილემ მიიღო ის სარგებელი რაც პროექტის გეგმით იყო გაწერილი.მოსწავლეებმა  და მშობლებმა გაიაზრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა და გაითავისეს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ასევე მონაწილეებმა შეძლეს გააზრებულად იმ საქმიანობის გაკეთება რაც გარემოს დაცვას უკავშირდება და გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში სხვებს მისცემდნენ მაგალითს და უფრო მეტ მოსწავლესთან ერთად იზრუნებდნენ გარემოზე.    
შეფასების კრიტერიუმები.შევაფასებდი დადებითად
1.მოსწავლეთა  გუნდურობის უნარ ჩვევების განვითარება
2.მოსწავლეთა და მშობელთა პასუხიმგებლობის უნარჩვევების განვითარება დდამიწის დაცვასთან დაკავშირებით.


პროექტის მონიტორინგი
1.მოხერხდა თუ არა მიზნის მიღწევა.?
პროექტმა მიაღწია თავის მიზანს . მოსწავლეები  აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ პროექტში
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისადრომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა განხორციელდა  გეგმის მიხედვით.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია სპორტლმა ღონისძიებამ მშობელთა და დამრიგებლების მონაწილეობით.ასევე სკოლის ეზოში ნერგების დარგვამ.
 4 რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეთა აქტიურმა ჩართულობამ სიკეთე მოუტანა თვითონ მოსწავლეს,მშობელს და მასწავლებელს/ისინი აქტიურად ჩაერთვნენსკლის ცხოვრებაში

5.  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
მშობლებს  და სხვა პედაგოგებს აქტიურად ჩავრთავდი ასეთ პროექტებში,მათი აქტიურობა მოსწავლეებში იწვევს დიდ მიღწევებს საქმიანობებში.
6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდამსვლელობისას
 რაიმეს დამატება  არ მომხდარა.

რას გავითვალისწინებ მომავალში?
ხშირად ჩავატარებ მსგავს პროექტებს.













ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობოს სკოლაინტერნატი
პედაგოგი :ე.ხუციშვილი
პროექტის ტიპი:სოციალური პროექტი
სახელწოდება:,,კარნავალი“
   ყველასთვის საზეიმო და საოცარი,ასევე ბავშვებისათვის ზღაპრული ,ულამაზესი ნაძვის ხე,სასწაულების მომლოდინე ბავშვები,ისინი ძალიან ბედნიერები არიან როცა საჩუქრებს ელოდებიან .უყვერთ მათ გვერდით ,როდესაც მშობლები,მასწავლებლები ერთობიან და მათსავით პატარებად იქცევიან.
    პროექტში მონაწილეობენ:პრე კლასიდან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეები,მშობლები,მასწავლებლები.
   პროექტის აქტუალობა:
   თანატოლებთან ურთიერთობას დიდი როლი ენიჭება მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში,მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ როგორ დაუმეგობრდნენ თანატოლებს,შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები.ამ საკითხის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია სკოლას.ჩვენი სკოლა სულ რამდენიმე წელიწადია ასებობს ,იზრდება და ვითარდება.ამისთვის გადავწყვიტე დამეგეგმა სოციალური პროექტი ,,საახალწლო კარნავალი“სადაც მოსწავლეები შძლებდნენ გაერთიანებას ,ასევე მშობლები და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთობოდნენ ამ პროცესში.მოსწავლეები ხვდებიან ერთმანეთს დასვენებებზე ,მაგრამ ასეთი პროექტი ჩემი აზრით ხელს შეუწყობს მათ გაერთიანებას,ზრუნვას ერთმანეთზე,გუნდურობას,მშობელთა ჩართულობას,მასწავლებლების მაგალითს მოსწავლეებისთვის ,რომ აუცილებელია ერთმანეთის გვერდში დგომა .არა მარტო გაკვეთილების პროცესში ,არამედ ნებისმიერი ღონისძიების ,პროექტის დროს.
პროექტის მიზანი:
1.სკოლაში საახალწლო განწყობილების შქმნა
2.მასწავლებლებისა და მშობლენბის ურთიერთთანამშრომლობა
3.მშობელთა ჩართულობა
4.მოსწავლეებში გუნდურობის უნარჩვევების განვითარება.
5.განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღონისძიებების მატარებელი,თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება.ერთერთი ასეთი პუნქტია :კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
     საკომუნიკაციო უნარ ჩვევების,საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევების განვითარება.
მოსალოდნელი შედეგი:
მოკლევადინი: სკოლასი საახალწლო კარნავალის საზეიმოდ აღნიშვნა
გრძელვადიანი:მოსწავლეებმა ,მასწავლებლებმა,მშობლებმა შეძლონ ურთიერთთანამშრომლობა.
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ გუნდურობის უნარჩვევები.
პროექტზე მუშაობის ვადები:1.11.2018
                                                   28.11.2018
პროექტის განხორციელების რისკები:
რომელიმე მოსწავლის გამოუცხადებლობა ,რაც გამოუცხადებლობა რაც გამოიწვევს რომელიმე როლის გაუქმებას.
რისკის თავიდან აცილების გზები:
მოსწავლეებმა წინასწარ ისწავლონ ერთმანეთის როლები ,რომ გამოუვალ მდგომარეობასი შეძლონ როლის შესრულება და არ მოხდეს ღონისძიების ჩაშლა.
აქტივობები:
1.დირექციის ინფორმირება აღნიშნული პროექტის შესახებ.
2.ყველა კლასის დამრიგებელტან შეხვედრა და პროექტის გეგმის გაცნობა.
3.მშობლებტან შეხვედრა და ნებაყოფლობით მათი აქტიურად ჩართვა პროექტში
4.სცენარის გაცნობა დამრიგებლებთან,მშობლებთან და მოსწავლეებთან.
5.როლების განაწილება.
6.დარბაზის გაფორმება.
7.კარნავალი
პროექტის შეფასების რუბრიკა:
1.მოხდა თუ არა მიზნების მიღწევა
2.რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
4.განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები,ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება.











რეფლექსია

თანატოლებთან,მშობლებთან,მასწავლებლებთან ურთიერთობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.სწორედ ამის გამო გადავწყვიტე 2018/19 სასწავლო წელს ნოემბრის დასაწყისში განმეხორციელებინა სოციალური პროექტი .ამით ჩემი სურვილი იყო მცირე წვლილი შემეტანა სკოლის მოსწავლეების ,ასაკის მიუხედავად პრე კლასიდან მერვე კლასის ჩათვლით ერთ გუნდად ჩამოყალიბება.სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვნენ მშობლებიც,ყველა მონაწილეს ტანაბრად ქონდა გადანაწილებული როლები ,მასწავლებლებმა მოვირგეთ სანტაკლაუსის,ქარტველი თოვლის პაპის და ფიფქიას როლები.აქტივობები გეგმს მიხედვით წარიმართა.პროექტის ბოლოს ყველა მოსწავლეს სკოლამ გადასცა საახალწლო საჩუქრები ტკბილეული.ამ პროექტი სარგებელი ის არის რომ აუდიტორია პირველ რიგში მოსწავლეები,კმაყოფილი დარჩნენ ამ პროექტით.
. შეფასების კრიტერიუმები.შევაფასებდი დადებითად
1.მოსწავლეების გუნდურობის უნარჩვევების ჩამოყალიბება
2.მშობლების და მასწავლებლების აქტიური ჩართვა სკოლის ცხოვრებაში.


პროექტის მონიტორინგი
1.მოხერხდა თუ არა მიზნის მიღწევა.?
პროექტმა მიაღწია თავის მიზანს . მოსწავლეები  აქტიურად ჩაერთთვნენ სოციალურ პროექტში,,საახალწლო კარნავალი“
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისადრომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა განხორციელდა  გეგმის მიხედვით.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია პედაგოგების ცართულობამ ამ პროექტში როდესაც მათ მოირგეს თოვლის პაპაის სანტა კლაუსის და ფიფქიას როლები.
 4 რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეთა აქტიურმა ჩართულობამ სიკეთე მოუტანა თვითონ მოსწავლეებს,მშობლებს და მტლიანად ცსკოლას მოხდა გუნდურობის უნარ ჩვევების განვითარება.
5.  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
მშობლებსკიდევ უფრო  აქტიურად ჩავრთავდი ასეთ პროექტებში,მათი აქტიურობა მოსწავლეებში იწვევს უფრო კარგ მიღწევებს საქმიანობებში.
6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდამსვლელობისას
 რაიმეს დამატება  არ მომხდარა.

რას გავითვალისწინებ მომავალში?
ხშირად ჩავატარებ მსგავს პროექტებს.























ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლაინტერნატი
კლასი_პირველი
სოციალური პროექტი
სახელწოდება :ექსკურსია ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში
პროექტის აქტუალობა:
       2018----2019 სასწავლო წელს მოხდა ფორმირება სკოლაში და გადმომეცა სადამრიგებლო პირველი კლასი.როგორც ვიცით რთულია ამ ასაკში მოსწავლეებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება.მთელი წლის განმავლობაში მქონდა უამრავი საინტერესო აქტივობები,რომლებიც ძირითადად ხორციელდებოდა მშობელთა ჩართულობით.ეს აქტივობები ხელს უწყობდა აგრეთვე და მიზნად ისახავდა ჯგუფურ მუშაობას და ერთმანეთთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.როგორც მოსწავლეებს ასევე დამრიგებელსა და მშობლებს შორის .
         ერთერთი აქტივობა სოციალური პროექტის სახით იყო ექსკურსია ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში.
   პროექტის განხორციელების დრო:12.05.2019__25.05.2019
პროექტის მიზანი:1.მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება
                          2.ჯგუფური,თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
                          3.მშობელთა ეფექტიანი ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში რათა ხელი შეეწყოს მოსწავლის როგორც აკადემიური,ასევე შემოქმედებითი მიღწევების გაუმჯობესებას.
                          4. .მონასტრის დათვალიერება
მოსალოდნელი შედეგი:გრძელვადიანი და მოკლევადიანი
    აღნისნულ პროექტში მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახა სასკოლო ხოვრებაზე,მასწავლებელზე და მოსწავლეზე.მოსწავლეებს განუვითარდათ პოზიტიური ჯგუფური,თანამშრომლობითი ურთიერთობები.
  პროექტის მონაწილეები:მასწავლებელი,მშობლები,მოსწავლეები და სკოლის ექთანი
პროექტის განხორციელების რისკები:ცუდი ამინდი,უსაფრთხო გადაადგილება,ტრანსპორტი.
რისკების თავიდან აცილების გზები:წინასწარ ვნახე მოსალოდნელი ამინდი,შევუთანხმდი მძღოლს მსობლების დახმარებით,დავრწმუნდიტ რომ ტრანსპორტი იყო გამათული,უსაფრთხო გადაადგილებისათვის იმყოფებოდნენ მშობლები,რომლებიც ყურადღებას აქცევდნენ მოსწავლეებს.
აქტივობები:
1.პროექტის იდეა გავაცნო დირექციას
2.შეხვედრა მსობლებთან
3.მარშუტის არჩევა
4.ტრანსპორის მოგვარება გადასაადგილებლად
5.მოსწავლეებთან საუბარი პროექტის შესახებ
6.ექსკურსია
პროექტის შეფასების რუბრიკა:
1.მოხდა თუ არა მიზნების მიღწევა
2.რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?

4.განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები,ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება.












რეფლექსია
                  
       პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს შორის პოზიტიური ,ჯგუფური,თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება.მშობლების ეფექტიანი ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში,რათა ხელი შეეწყოს მოსწავლის როგორც აკადემიურ,ასევე შემოქმედებითი მიღწევების განვიტარებას.
    პროექტი წარიმართა გეგმის მიხედვით,ხარვეზების გარეშე.
    პროექტის განხორციელების შესახებ პირველ რიგში შევუთანხმდი დერექციას,შემდეგ მოვიწვიე მშობლები ,რომლებიც სურვილისამებრ ჩაერთვნენ პროექტში .მატ დაევალათ ჩემტან ერთად თვალყურის დევნება უსაფრთხოების მიზნით.ამ შემთხვევაში მშობელთა ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს,ყველა მოსწავლემ და მსობელმა გამოთქვა სურვილი პროექტში მონაწილეობის,შევარჩიეთ ერთობლვად მარშუტი და ვიზრუნეთ ტრანსპორტზე(ხარჯები გაიღეს მშობლებმა)გავიტვალისწინე შესაძლო რისკები.მშბელტა აქტიურმა ჩართულობამ და ორგანიზებამ უზრუნველყო მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილება.მათში შეიმჩნეოდა პოზიტიური,ჯგუფური და თანამშრომლობითი ურთიერთობები,რაც ჩემი ყველაზე დიდი მიზანი იყო.
  პროექტის მონიტორინგი:
1.მოხერხდა თუ არა მიზნის მიღწევა.?
პროექტმა მიაღწია თავის მიზანს .მშობლები მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ სასკოლო ცხოვრებაში.მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ პოზიტიური,ჯგუფური,თანამშრომლობითი ურთიერთობები.
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისადრომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა განხორციელდა  გეგმის მიხედვით.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია  ტაძრის ათვალიერებამ და შემდეგ კი პიკნიკი რომელიც გაიმართა ექსკურსიის ბოლოს მათ ძალიან დიდი ხალისით ჩაატარეს მშობლებთან ერთად.
 4 რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მშობლების ჩართულობამ სასკოლო ღონისძიებაში სარგებლობა მოუტანა როგორც მოსწავლეებს ასევე მშობლებს,მასწავლებელს.მშობლებს იმ კუთხით ,რომ გაიაზრეს თავიანთი როლი ბავშვის მიღწევებზე,მოსწავლეები გახდნენ უფრო პოზიტიურები,აქტიურები.მასწავლებელი გახდა უფრო თავდაჯერებული.
5.  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
მეტი მუშაობა მშობლებთან და მათი ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.ასეთი ხშირი პროექტები რომ მოხდეს მოსწავლეებს შორი უფრო მეტი ტანამშრომლობითი ურთიერთობების განვიტარება.

6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდამსვლელობისას
 რაიმეს დამატება  არ მომხდარა.

რას გავითვალისწინებ მომავალში?
უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ  მშობელთა  ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
ჩვატარებ ხშირად მსგავს პროექტებს .



















სკოლის დასახელება
(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლაინტერნატი
პროექტის სახელწოდება
სტუმრად ხელოვნების სკოლაში
კლასი
განხორციელების დრო:
მეოთხე კლასი დაწყებითი საფეხური 18 მოსწავლე
მუსიკის
პედაგოგი
ევგენია ხუციშვილი
პროექტის აქტუალობა
მუსიკა და ზოგადად ხელოვნება   ადამიანის სულია .მუსიკისა და  ხელოვნების  სწავლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლაში . მუსიკა მოსწავლის მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებაა. იგი ამდიდრებს მის სულიერ სამყაროს, უყალიბებს საკუთარ დამოკიდებულებას სიკეთის, სილამაზის მიმართ. მუსიკა აზიარებს მოსწავლეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და ამავდროულად, ხელს უწყობს  ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას. მუსიკას, ემოციურ ხასიათთან ერთად, შემეცნებითი ფუნქციაც აქვს და მისი შესწავლა ხელს უწყობს არა მარტო ასოციაციური, არამედ ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების განვითარებასაც. ამასთან, მუსიკა აჩვევს მოსწავლეს გუნდურ მუშაობას, წესრიგს, დისციპლინას. გარდა ამისა, როგორც საკუთარი დამწერლობის მქონე საკომუნიკაციო ენა, მუსიკა მოსწავლეს უქმნის ნებისმიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფართო შესაძლებლობებს.
     დღევანდელი თაობის ბავშვები დიდ დროს ატარებენ
ტელევიზორთან,კომპიუტერთან.უსმენენ თანამედროვე მუსიკას ძალიან მცირე ნაწილია დაინტერესებული კლასიკური მუსიკით ასევე შედარებით  ნაკლები ბავშვი დადის მუსიკალურ სკოლაში და ეზიარება კლასიკურ მუსიკას.ჩემი დიდი სურვილია ნაწილობრივ მაინც გადავჭრა ეს პრობლემა .
პროექტის განხორციელების დრო

4.11.2019
15.11.2019
პროექტის მიზანი
მოსწავლეების დაინტერესება კლასიკური მუსიკით.რათა ხელი შეეწყოს მათ დაინტერესებას კლასიკური მუსიკისადმი.ბავშვებმა უნდა დააფასონ და შეიგრძნონ კლასიკური მუსიკის ძალა. ხელოვნების სკოლაში არსებული ინსტრუმენტების გაცნობა.
კომუნიკაციის უნარების განვითარება.
მოსალოდნელი შედეგი.გრძელვადიანი და მოკლევადიანი
გაეცნობიან კლასიკური მუსიკის ღირებულებეს
დაიხვეწება მოსწავლეთა პიროვნული თვისებები
გაუჩნდებათ სურვილი ეზიარონ კლასიკურ მუსიკას
ჩამოუყალიბდებათ კომუნიკაციის უნარი

პროექტის მონაწილეები

მასწავლებელი,მოსწავლეები,ხელოვნების სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები რომლებიც სწავლობენ მუსიკალურ სკოლაში.
პროექტის განხორციელების რისკები
უამინდობა ,გზაზე უსაფრთხოების წესების დაცვა.
რისკების თავიდან აცილების გზა
წინასწარ გავარკვიო როგორი ამინდია მოსალოდნელი.
აუცილებლად დავიხმარო მშობლები ,რომ შევძლო უსაფრთხოდ მოსწავლეტა გადაადგილება .
აქტივობები
საუბარი კლასიკური მუსიკის შესახებ
სტუმრად ხელოვნების სკოლაში
ინტერვიუ ხელოვნების სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან
კედლის გაზეთი ფოტომასალის გამოყებით და შტაბეჭდილებებით


ბავშვები დაათვალიერებენ ხელოვნების სკოლას.
ნახავენ იქ არსებულ ინსტრუმენტებს.გაესაუბრებიან პედაგოგებს .

ბავშვებმა ინტერვიუების დროს რესპოდენტებს
დაუსვამენ  შეკითხვებს   კლასიკური მუსიკის შესახებ  .ასევე როდის
დაინტერესდნენ პირველად მუსიკალური ხელოვნებით, რას უკრავდნენ  ბავშვობაში, თუ
ახსოვთ პირველი ნაწარმოები რომელიც შეასრულეს, რა მნიშვნელობა აქვს მუსიკას  ბავშვის
განვითარებაში და . .

პროექტის შეფასების რუბრიკა:


1.მოხდა თუ არა მიზნების მიღწევა
2.რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
4.განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები,ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება.






რეფლექსია

            პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების დაინტერესება კლასიკური მუსიკით.ბავშვებმა რაც შეიძლება მცირე დრო უნდა გაატარონ კომპიუტერთან,ჩემი მიზანი იყო გაცნობოდნენ და დაეთვალიერებინათ მუსიკალური სკოლა და იქ არსებული მუსიკალური ინსტრუმენტები.გასაუბრებოდნენ მასწავლებლებს  რომლებიც ემსახურებიან  დაუღალავად კლასიკური მუსიკის განვითარებას.ასევე ისაუბრეს ამავე სკოლის მოსწავლეებთან.რაიონში არც თუ ისე ბევრი მოსწავლე დადის მუსიკალურ სკოლაში,ემი მიზანი არის ,რომ პატარა  წვლილი შევიტანო და დავაინტერესო მოსწავლეები ამ შესანიშნავი დარგით.
             პროექტი წარიმართა გეგმის მიხედვით,ხარვეზების გარეშე.მოსწავლეებს გაუჩნდათ კითხვები  მუსიკის მასწავლებელბთან:როდის დაინტერესდნენ მუსიკალური ხელოვნებით,თუ ახსოვდათ რომელი იყო მათ მიერ შესრულებული პირველი ნაწარმოები,ვინ იყო მათი მასწავლებელი,ახლა რომ ირჩევდნენ პროფესიას რას გადაწყვეტდნენ იქნებოდნენ თუ არა მუსიკის მასწავლებლები და ასე შემდეგ.
              მოსწავლეებმა ყურადღებით მოუსმინეს მაწავლებლებს:მარიამ კიკილაშვილს,ლია ხაჩიაშვილს,თამარ კიკილაშვილს და რამდენიმე მათგანმა გამოთქვა სურვილი მუსიკალურ სკოლასი სწავლის.მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია თანამედროვე ინსტრუმენტმა ელექტროპიანომ.
მოსწავლეების უმრავესობა გახდა დადებითად განწყობილი კლასიკური მუსიკის მიმართ.
            შეფასების კრიტერიუმები:
1.მოსწავლეების აქტიური ჩართულობა პროექტში
2.მუსიკის მასწავლებლების და მოსწავლეების გასაუბრება.
3.ხელოვნების სკოლაში არსებული ინსტრუმენტების დათვალიერება.
პროექტის მონიტორინგი
1.მოხერხდა თუ არა მიზნის მიღწევა.?
პროექტმა მიაღწია თავის მიზანს .მოსწავლეები აქტიურად  ჩაერთვნენ პროექტში
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისადრომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა განხორციელდა  გეგმის მიხედვით.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია ხელოვნების სკოლაში არსებულმა მუსიკალურმა   ინსტრუმენტებმა
 4 რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მოხდა პროექტის მონაწილეების დაინტერესება ამ შესანიშნავი დარგით ,როგორიც არის კლასიკური მუსიკა.
5.  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
უკეთესია მეტი მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე დასწრება კლასიკური მუსიკის კონცერტებზე.
6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდამსვლელობისას
 რაიმეს დამატება  არ მომხდარა.

რას გავითვალისწინებ მომავალში?

ხშირად ვესაუბრები მოსწავლეებს კლასიკური მუსიკის შესახებ,წავიყვან კლასიკური მუსიკის კონცერტებზე,მოვასმენინებ კლასიკურ მუსიკას და ა.შ.








No comments:

Post a Comment