ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლაინტერნატი
პედაგოგი :ევგენია ხუციშვილი
სოციალური პროექტი
ინტერნეტი თუ ბიბლიოთეკა
პროექტის აქტუალობა:
წიგნი არის განათლებისა და ინფორმაციის მიღების ერთერთი
საუკეთესო საშუალებაა.როდესაც ადამიანი წიგნს კითხულობს მისი გონება ფიქრობს ,კომპიუტერით
კი შეგვიძლია მრავალი ინფორმაციის მოძიება მარტივად ,არ ჭირდება ფიქრი და ზედმეტი ენერგიის
ხარჯვა.
მოსწავლეების ძირითადი ნაწილი ატარებს თავისუფალ დროს
კომპიუტერთან და ნაკლებ დროს უთმობს წიგნს.წიგნის როლს პიროვნების ჩამოყალიბებაში კი დიდი მნიშვნელობა აქვს.სწორედ ეს პროექტი არის
აქტუალური მოსწავლეთათვის ,რომ გააცნობიერონ ბიბლიოთეკის ,წიგნის როლი ცხოვრებაში.
კლასი :მეორე კლასი
პროექტის განხორციელების
დრო:4.11.2019___14.11.2019
პროექტის მიზანი:
1.დაეხმეროს მოსწავლეებს გააცნობიერონ ბიბლიოთეკის მნიშვნელობა
2.დაეხმაროს მოსწავლეებს გააცნობიერონ კითხვის ღირებულება,როგორც
განვითარების ეფექტური საშუალება.
3.ბიბლიოთკის აქტიურ წევრად ჩამოყალიბება
4.ნაკლები დროის გამოყენება კომპიუტერთან.
მოსალოდნელი შედეგი:(მოკლევადიანი
და გრძელვადიანი)
მოსწავლეებისთვის წიგნი გახდება ახლობელი და ძვირფასი.ასევე
გახდებიან ბიბლიოთეკის აქტიური წევრები.მოხვდებიან რომ კომპიუტერთან ხშირად და დიდი
დროით ჯდომის ნაცვლად ჯობია წიგნის კითხვა და ბიბლიოთეკაში სიარული.
პროექტის მონაწილეები:მასწავლებელი,მოსწავლეები,მშობლები,ბიბლიოთეკის თანამშრომლები
რისკები:ცუდი ამინდი
რისკების თავიდან აცილების
გზა:
წინასწარ ვნახო ამინდი ,თუ როგორია იმ დღით როდესაც
ვაპირებთ ბიბლიოთეკაში წასვლას ;
აქტივობები:
1.პროექტის შესახებ ვაცნობო დირექციას
2.პოექტის იდეის განხილვა მშობლებთან და მოსწავლეებთან.
3.საუბარი მოსწავლეებთან ბიბლიოთეკის დანიშნულების შესახებ.
4.სტუმრობა ბიბლიოთეკაში
5.საუბარი წიგნიერების შესახებ(ისაუბრა მუზეუმის დირექტორამ ქალბატონმა მანანა მაჭარაშვილმა)
6.მოსწავლეების დარეგისტრირება ბიბლიოთეკაში სურვილსამებრ.
პროექტის შეფასების რუბრიკა:
1.მოხდა თუ არა მიზნების მიღწევა
2.რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
4.განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები,ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება.
პროექტის მიზანი არის,მოსწავლეებმა გააცნობიერონ
ბიბლიოთეკის მნიშვნელობა
დაეხმაროც მოსწავლეებს
გაცნობიერონ კითხვის ღირებულება ,განვითარების ეფექტური საშუალება,ბიბლიოთეკის აქტიურ
წევრად ჩამოყალიბება,ნაკლები დროის გამოყენება კომპიუტერთან.პროექტი წარიმართა გეგმის
მიხედვით.არ ყოფილა ხარვეზები.ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა საინტერესოდ ესაუბრეს მოსწავლეებს
წიგნიერების შესახებ,უპპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს.მოსწავლეები გაწევრიანდნენბიბლიოთეკაში
და გამოიწერეს სასურველი წიგნები.ისწავლეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესები.მათი განსაკუთრებული
ინტერესი გამოიწვია უამრავმა წიგნმა .
შეფასების კრიტერიუმები.შევაფასებდი დადებითად
1.მოსწავლეთა
ჩართულობა ბიბლიოთეკის ცხოვრებაში.
2წიგნის
სიკეთის გაცნობიერება.
პროექტის
მონიტორინგი
1.მოხერხდა თუ არა მიზნის მიღწევა.?
პროექტმა მიაღწია თავის მიზანს .
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ
ბიბლიოთეკის ცხოვრებაში.
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა განხორციელდა
გეგმის მიხედვით.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მოსწავლეებში დიდი ინტერესი
გამოიწვია უამრავმა წიგნმა რომელიცინახება ბიბლიოთეკაში.
4 რა სარგებელი მიიღეს პროექტის
მონაწილეებმა?
მოსწავლეთა აქტიურმა ჩართულობამ
სიკეთე მოუტანა თვითონ მოსწავლეებს, მათ გააცნობიერეს რომ კომპიუტერთან დიდხანს
ჯდომის ნაცვლად ჯობია წაიკითხონ წიგნი,ხშირად იარონ ბიბლიოთკაში.
5. რა საჭიროებს გაუმჯობესებას და
როგორ?
მშობლებს აქტიურად ჩავრთავდი ასეთ
პროექტებში,მათი აქტიურობა მოსწავლეებში იწვევს უფრო კარგ მიღწევებს საქმიანობებში.
6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა, მსვლელობისას
რაიმეს დამატება არ მომხდარა.
7 რას გავითვალისწინებ მომავალში?
ხშირად ჩავატარებ მსგავს პროექტებს.



















No comments:
Post a Comment